სამშენებლო-დეველოპერული კომპანია ,,იელთი ჯგუფი“ აცხადებს ვაკანსიას ტექნიკური სუპერვაიზერის პოზიციაზე აპატამენტების მიმართულებით.
ლოკაცია: ბათუმი
ძირითადი მოვალეობები:
- ტექნიკური თუ საოპერაციო პრობლემების აღმოსაფხვრელად ზომების მიღება;
- დროულად აღმოჩენა კომპანიაში წარმოქმნილი ტექნიკური გაუმართაობების (ელექტროობა, კონდიცირება, სანტექნიკა);
- მწყობრიდან გამოსული დანადგარების შეკეთების დაგეგმვა;
- მოწყობილობების მოვლის კონტროლი;
- კომპანიის შიდა პროცედურების და რეგულაციების დაცვა;
- ახალი პროექტების ტექნიკური სამუშაოების დაგეგმვა და მართვა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- კომპიუტერული პროგრამების ცოდნა: Word, Excell.
- ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება.
პიროვნული თვისებები: პასუხისმგებლიანი; პრიორიტეტების განსაზღვრის უნარი; დამოუკიდებლად გადაწყვეტილების მიღების უნარი; დროის ეფექტურად მართვის უნარი.
დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე ელექტრონულ ფოსტაზე: vacancy@eltbg.com სათაურის ველში, გთხოვთ აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება.
გისურვებთ წარმატებას!