საერთაშორისო გაყიდვების მენეჯერი

თბილისი სრული განაკვეთი ელვარე
მივლინება: არა
ენები: ინგლისური, რუსული
გაყიდვები: გაყიდვების მენეჯერი
ელექტრო კაბელების მწარმოებელი ქართული კომპანია "ელვარე",  რომელიც ბაზარზე 2015 წლიდან ოპერირებს, აცხადებს ვაკანსიას საერთაშორისო გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.

საწარმო განთავსებულია თბილისში, აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიაზე 31,500 კვ.მ ფართზე. კომპანია გამოირჩევა მართვის თანამედროვე მიდგომებით, უახლესი აღჭურვილობით და ევროპული სტანდარტის პროდუქციით. ყოველივე ამან განაპირობა ბოლო 9 წლის განმავლობაში ზრდის მაღალი ტემპი და ქვეყანაში მოწინავე პოზიციების დაკავება.

კომპანიის მთავარი ღირებულება თანამშრომელია და კორპორატიული კულტურა დაფუძნებულია მთლიანად ამ ღირებულებაზე: თანაბარი შესაძლებლობების შექმნა, განვთარება, გუნდურობა და სამუშაო გარემო, სადაც სასიამოვნოა თითოეულ თანაგუნდელთან ურთიერთობა. 

ვეძებთ ენერგიულ, მოტივირებულ და მაღალი პასუხისმგებლობის მქონე ადამიანს, რომელიც შედეგზეა ორიენტირებული და თანხვედრაშია ჩვენს სამუშაო ღირებულებებთან.

რას გთავაზობთ?  
  • პროფესიული ზრდისა და განვითარების შესაძლებლობა
  • ტრანსპორტირება ზედა სამგორის მეტროდან
  • კვება
  • კორპორატიულ დაზღვევას 3 თვის შემდეგ
  • სამუშაო ადგილი: თბილისი, ქვემო ალექსეევკის დასახლება (აეროპორტის მიმდებარედ);
  • სამუშაო საათები: 09:00-18:00 (ორშაბათი-პარასკევი)

ძირითადი მოვალეობები:
  • საერთაშორისო პარტნიორებთან მოლაპარაკებების წარმოება
  • საერთაშორისო პარტნიორებთან ვიზიტების დაგეგმვა (მათ შორის საქმიანი ვიზიტები საზღვარგარეთ)
  • ბაზრის კვლევის ჩატარება, პოტენციური კლიენტების მოძიება, პროდუქციის შესახებ ინფორმაციის მიწოდება და მათი გაცნობა
  • საერთაშორისო გამოფენებში მონაწილეობა და საორგანიზაციო საკითხებში ჩართულობა
  • პოტენციურ კლიენტებთან კომუნიკაცია და მონაცემთა ბაზის შექმნა/განახლება
  • საერთაშორისო სასერტიფიკაციო ორგანოებთან თანამშრომლობა
  • ასოციაციებთან და ორგანიზაციებთან კომუნიკაცია
  • კომპანიის დეპარტამენტებთან კოორდინირებით საერთაშორისო გაყიდვებთან დაკავშირებული პროცესების მართვა

აუცილებელი მოთხოვნები:
  • საერთაშორისო გაყიდვების ან/და ექსპორტის სფეროში გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად
  • აუცილებელია ინგლისური და რუსული ენების ცოდნა
  • საერთაშორისო სავაჭრო ხელშეკრულებების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად

პიროვნული კომპეტენციები/უნარები:
  • ეფექტური კომუნიკაციის უნარი
  • ძლიერი მოლაპარაკების უნარი
  • სწრაფი და მოქნილი აზროვნება
  • ცვალებად გარემოსთან ადაპტაციის უნარი

იმ შემთხვევაში თუ ეთანხმებით ზემოაღნიშნულს, გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე: ელ-ფოსტის მისამართზე: hr@nrg.ge  და სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება

შეგახსენებთ, რომ თქვენ მიერ გამოგზავნილი CV/რეზიუმე პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონის შესაბამისად შეიძლება შეიცავდეს პირად მონაცემებს, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებს. შესაბამისად გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანიის მხრიდან დამუშავდება სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობების დამყარების გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენი CV/რეზიუმე შეიძლება არ იქნას განხილული მოთხოვნებიდან გამომდინარე ან დარეზერვებულ იქნას 6 თვის ვადით.

კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციისათვის შეგიძლიათ ესტუმროთ ოფიციალურ ვებ გვერდს: www.elvare.ge  

„ელვარე“ გისურვებთ წარმატებას!