კორპორატიული გაყიდვების მენეჯერი

თბილისი სრული განაკვეთი ნეოტექი
განათლება: ბაკალავრი ენები: ინგლისური
გაყიდვები: კორპორატიული კლიენტები (B2B)
კომპანია "ნეოტექი" აცხადებს ვაკანსიას კორპორატიული გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე. 

ნეოტექის ისტორია 2005 წლიდან იწყება და დაარსების დღიდან კომპანიას, უსაფრთხოების სფეროში, მნიშვნელოვანი ადგილი უკავია. განვითარებასა და ხარისხზე ორიენტირებულმა გუნდმა, მოახერხა გამხდარიყო ძლიერი კონკურენტი და შეექმნა საკუთარი სტანდარტები.

ჩვენთვის დაარსების დღიდან, ხარისხთან ერთად, პრიორიტეტად მომხმარებელთან ურთიერთობა იქცა. შესაბამისად, კომპანია რამდენიმე მიმართულებას აერთიანებს: დისტრიბუცია, საცალო და კორპორატიული.

დღეისათვის ნეოტექი თანამშრომლობს მსოფლიოს წამყვან ბრენდებთან და ქართულ ბაზარზე ლიდერია უსაფრთხოების გადაწყვეტილების კუთხით.

ჩვენი მთავარი პრინციპია - სტაბილურობა, სანდოობა, ხარისხი!

ნეოტექი - უსაფრთხო გარემოსთვის!

ვაკანსიის აღწერა:
კომპანია "ნეოტექი" აცხადებს ვაკანსიას კორპორატიული გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.
გეგმიური ზრდის გამო ვეძებთ მოტივირებულ პროფესიონალს, რომელიც შეუერთდება ჩვენს გუნდს და იქნება კომპანიის წარმატების ნაწილი.

სამუშაო ადგილი და გრაფიკი:
  • მდებარეობა: თბილისი
  • სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი

ძირითადი მოვალეობები:
  • კორპორატიული პარტნიორების მოძიება და მათთან გრძელვადიანი ურთიერთობების ჩამოყალიბება
  • კორპორატიული გაყიდვების სტრატეგიის შემუშავება და შესრულება
  • კორპორატიული კლიენტების საჭიროებების ანალიზი და ინდივიდუალური შეთავაზებების მომზადება
  • მოლაპარაკებების წარმოება და კომერციული წინადადებების მომზადება
  • გაყიდვების პროცესის მონიტორინგი და ანგარიშგება გაყიდვების დეპარტამენტის ხელმძღვანელთან

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • უმაღლესი განათლება (სასურველია ბიზნესის, მარკეტინგის ან მენეჯმენტის მიმართულებით)
  • მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება კორპორატიული გაყიდვების სფეროში
  • მოლაპარაკებებისა და პრეზენტაციების წარმართვის უნარი
  • მაღალი პასუხისმგებლობის დონე და დამოუკიდებლად მუშაობის უნარი
  • ინგლისური ენის ცოდნა, სხვა უცხო ენის ცოდნა მისასალმებელია
  • CRM სისტემებთან მუშაობის გამოცდილება

ჩვენ გთავაზობთ:
  • პროფესიონალურ და დინამიკურ სამუშაო გარემოს
  • კონკურენტულ ანაზღაურებას: ფიქსირებული ხელფასი + გაყიდვებიდან გამომდინარე ბონუსები
  • კარიერული ზრდის შესაძლებლობას პროფესიული განვითარების პერსპექტივით
  • მუშაობის დასაწყისში: კორპორატიულ სწავლებას პროდუქტებზე და გაყიდვების სპეციფიკაზე
  • კომფორტულ ოფისს და თანამედროვე ტექნოლოგიებთან მუშაობის შესაძლებლობას
  • პროფესიონალების გუნდთან ერთად მუშაობის შესაძლებლობას
  • ჯანმრთელობის დაზღვევის პაკეტს

გაინტერესებთ ეს პოზიცია?

დაინტერესების შემთხვევაში გამოგზავნეთ თქვენი რეზიუმე (CV) ელ-ფოსტაზე: hr@neotech.ge

გთხოვთ, ელ-წერილის სათაურში მიუთითოთ: "კორპორატიული გაყიდვების მენეჯერი"

შემოგვიერთდით და გახდით ჩვენი გუნდის ნაწილი!