საცალო ზარალების ანაზღაურების მენეჯერი

თბილისი სრული განაკვეთი New Vision Insurance
მივლინება: არა ხელფასი: 800 +ბონუსი
განათლება: ბაკალავრი ენები: ინგლისური, რუსული
დაზღვევა: დაზღვევა (ზოგადი)
ს.ს. „ნიუ ვიჟენ დაზღვევა“ აცხადებს ვაკანსიას საცალო ზარალების ანაზღაურების მენეჯერის პოზიციაზე!

პოზიცია:  საცალო ზარალების ანაზღაურების მენეჯერი
სტრუქტურული ერთეული: არასამედიცინო დაზღვევის ანაზღაურების სამსახური
სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, ე. მიქელაძის 1ბ
სამუშაო განაკვეთი: სრული, ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით (10:00 – 19:00 სთ ან 09:00-18:00, 1 სთ. შესვენება)
ანაზღაურება: 800 ლარი (NET) + ბონუსი სადაზღვევო შემთხვევებზე გასვლის პროპორციულად. ფიქსირებული შრომის ანაზღაურების გადახედვა/ზრდა ხდება მუშაობის დაწყებიდან 2 თვეში, წინასწარ გაწერილი კარიერული განვითარების გეგმის შესაბამისად.

ფუნქცია მოვალეობები:
  • ავტოსაგზაო შემთხვევის დარეგულირება, ლიმიტის ფარგლებში; მათ შორის, სერვის-პროვაიდერთან კომუნიკაცია, საპატრულო დოკუმენტაციის გავლა ექსპერტთან ერთად; რისკის შესაბამისობის დადგენა;
  • საჭიროებისას, საცალო დაზღვევის მიმართულებით ზარალის შემთხვევაში, ავტოსატრანსპორტო შემთხვევის ადგილზე გასვლა და მომხმარებელთან კომუნიკაცია;
  • ავტოსაგზაო შემთხვევის რეგულირების პროცესში, მომხმარებლის სრულყოფილი ინფორმირების უზრუნველყოფა;
  • პროვაიდერ პროფილაქტიკებთან კომუნიკაცია;
  • ავტოპარკის ხელმძღვანელობასთან კომუნიკაცია;
  • სამსახურში შემოსული წერილობითი დოკუმენტაციის განხილვა, მათ შორის, მომხმარებლის უკმაყოფილების შემთხვევაში, ავტოსატრანსპორტო შემთხვევის ხელახალი განხილვა და შესაბამისი უკუკავშირის უზრუნველყოფაში მონაწილეობა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

აუცილებელი:
  • უმაღლესი განათლება;
  • Microsoft Office-ში მუშაობის ცოდნა;
  • ინგლისური და რუსული ენების საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა;
  • ავტო-ტექ მომსახურების, ავტონაწილებისა და ავტომობილის ექსპლუატაციის ზოგადი ცოდნა.
სასურველი:
  • სამუშაო გამოცდილება მსგავს პოზიციზე და/ან სადაზღვევო კომპანიაში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.

კომპეტენციები და უნარები:
  • დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • დროის ეფექტურად მართვის უნარი;
  • კონფიდენციალობის დაცვის უნარი;
  • გამართული წერითი და ვერბალური კომუნიკაციის უნარი
 
ჩვენ გთავაზობთ:
  • მეგობრულ და თანამშრომელზე ორიენტირებულ სამუშაო გარემოს (მოკლე სამუშაო პარასკევი დღე, დამატებით უქმე დღე (day off) დაბადების დღეზე);
  • კორპორატიულ სარგებელს (benefits) (კორპორატიული ნომერი, ჯანმრთელობის დაზღვევისა და Fitpass შეთავაზება);
  • კორპორატიული კულტურის განვითარებისა და გუნდში ინტეგრაციისათვის სხვადასხვა ორგანიზაციულ აქტივობებს;
  • კარიერული წინსვლისა და განვითარების შესაძლებლობას (ჰორიზონტალური და ვერტიკალური კარიერული გადაადგილება).

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ მისამართზე  Vacancy@nvi.ge  და  „SUBJECT“ ველში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება: „საცალო ზარალების ანაზღაურების მენეჯერი“

რეკრუტირების პროცესი წარიმართება ორ ეტაპად:
რეზიუმეების გადარჩევა;
შერჩეულ კანდიდატებთან გასაუბრება.

მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისათვის და შეგახსენებთ, რომ შეზღუდული დროიდან და ვაკანსიის მნიშვნელობიდან გამომდინარე,  „ნიუ ვიჟენ დაზღვევა“ შერჩევის პროცესს დაიწყებს ვაკანსიის მიმდინარეობის პარალელურად. შესაბამისად, კომპანია მიესალმება თქვენ მიერ, რაც შეიძლება მოკლე ვადაში გადმოგზავნილ რეზიუმეს.

განაცხადის გაზიარებამდე დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში, შეგიძლიათ მოგვმართოთ მითითებულ ელ-ფოსტაზე: Vacancy@nvi.ge   

გისურვებთ წარმატებას!

სს “ნიუ ვიჟენ დაზღვევის“ (საიდენტიფიკაციო ნომერი: 402160022; იურიდიული მისამართი: საქართველო, ქალაქი თბილისი, დიდუბის რაიონი, ევგენი მიქელაძის ქუჩა, N 1ბ; ელექტრონული ფოსტის მისამართი:  info@nvi.ge; ტელეფონის ნომერი: 0322 501 501. შემდგომში - „დამსაქმებელი“/“კომპანია“/“დამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირი”) მიერ გამოცხადებულ ვაკანსიაზე თქვენი რეზიუმეს (CV-ს) გამოგზავნით/ვებგვერდზე (www.nvi.ge) მონაცემების შეყვანისა და რეზიუმეს/CV-ის ატვირთვით თქვენ, როგორც დასაქმების კანდიდატი/მონაცემთა სუბიექტი „დამსაქმებელს“ ანიჭებთ უფლებამოსილებას, რომ:

Ø  დაამუშაოს თქვენ მიერ მოწოდებული პერსონალური მონაცემები, მათ შორის, რეზიუმეში (CV)-ში მითითებული ინფორმაცია  „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით, ვაკანსიის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის და დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიზნით, იმ ვადით, რაც აუცილებელია კანდიდატების შერჩევისა და კონკრეტულ ვაკანსიაზე დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მისაღებად.

იმ შემთხვევაში, თუ თქვენი დასაქმების შესახებ უარყოფითი გადაწყვეტილება იქნება მიღებული, „კომპანია“ თქვენგან მოწოდებულ რეზიუმეს (CV)-ს, ტესტირების შედეგებს (ასეთის არსებობის შემთხვევაში) და თქვენგან მიღებულ დამატებით ინფორმაციას/დოკუმენტს დაამუშავებს იმავე ან სხვა პოზიციაზე დასაქმების შემდგომი განხილვის მიზნით დამატებით 1 (ერთი) წლის ვადით, თუ თქვენი მხრიდან აღნიშნულზე დამატებით თანხმობა იქნება გაცხადებული. დამატებითი თანხმობის არარსებობის შემთხვევაში, კომპანია გაანდაგურებს/წაშლის თქვენს შესახებ არსებულ მონაცემებს.

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ მონაცემთა დამუშავების საფუძველია თქვენი განცხადების/კანდიდატურის განხილვა. თქვენ გაქვთ უფლება მიიღოთ ინფორმაცია, თუ რა სახის მონაცემებს ამუშავებს კომპანია თქვენს შესახებ, რა საფუძვლით, რა ვადით, გადაეცემა თუ არა მონაცემები სხვა პირს, ასევე, თქვენ გაქვთ უფლება, რომ მოითხოვოთ მონაცემთა გაცნობა, ასლების მიღება, მათი გასწორება, განახლება, შევსება, წაშლა, განადგურება, გადატანა ან დაბლოკვა. ამასთან, თქვენ გაქვთ უფლება, რომ ნებისმიერ დროს უკან გამოითხოვოთ თქვენი თანხმობა მონაცემთა დამუშავებაზე და მოითხოვოთ აღნიშნული პროცესის შეწყვეტა.

გაცნობებთ, რომ პერსონალურ მონაცემთა დამუშავებასთან დაკავშირებულ საკითხებზე შეგიძლიათ მიმართოთ სს „ნიუ ვიჟენ დაზღვევის“ პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერს, ელენე მჭედლიშვილს (ტელ: +995599393322;  ელ.ფოსტა: emchedlishvili@newvision.ge).