სს ”სადაზღვევო კომპანია ჯი პი აი ჰოლდინგი” აცხადებს ვაკანსიას ავტო დაზღვევის ზარალების მონიტორინგის მენეჯერის პოზიციაზე.
მონიტორინგის მენეჯერის მიზანი იქნება ავტო დაზღვევის მიმართულებით ზარალების მართვისა და ანაზღაურების პროცესის ეფექტურობა, კერძოდ განსაზღვრული პერიოდულობით დახურული შემთხვევების შემოწმება: დაზღვევის მომენტიდან ზარალის ანაზღაურებადე პროცესების დაცულობის გადამოწმება, სისტემური ხარვეზების იდენტიფიცირება და მაკორექტირებელი წინადადებების წარმოდგენა.
პასუხისმგებლობები:
ზარალების შეფასების და დარეგულირების პროცესის აუდიტი და დარღვევების გამოვლენა;
პოლისის გაცემის პროცესის დარღვევების გამოვლენა;
გაყიდვების სახელმძღვენელისა და ზარალების მართვის პოლიტიკის დარღვევების გამოვლენა;
ანგარიშებისა და მაკორექტირებელი წინადადებების წარმოდგენა;
თაღლითური ქმედების (ფროდის) მართვის პროცესის შესრულების უზრუნველყოფა;
ზარალების მონაცემების ანალიზი და რეკომენდაციების წარმოდგენა;
სხვა დავალებები და პასუხისმგებლობები მოთხოვნის შესაბამისად.
მოთხოვნები:
განათლება:
- აუცილებელია უმაღლესი განათლება, სასურველია დაზღვევის, ბიზნესის ადმინისტრირების ან ფინანსების მიმართულებით
სამუშაო გამოცდილება:
- სადაზღვევო კომპანიაში ქონებრივ ან/და ავტო დაზღვევის ანაზღაურების სფეროში ან/და შიდა აუდიტში მუშაობის გამოცდილება
კომპეტენციები და უნარ-ჩვევები:
- დეტალებზე ორიენტირებულობა - შეცდომების, გადაცდომებისა და შესაბამისობის (compliance) მარტივად აღმოჩენის უნარი.
- ანალიტიკური აზროვნება - პოლისის პირობების, სამართლებრივი რეგულაციებისა და ფინანსური გავლენის საფუძველზე დამდგარი და ანაზღაურებული ზარალების შეფასება და ანალიზი.
- სადაზღვევო რეგულაციების ცოდნა - სახელმწიფო/ეროვნული სადაზღვევო კანონებისა და რეგულაციების პრინციპების ცოდნა.
- ანგარიშების წარმოება და დოკუმენტირება - შემოწმების მიგნებებისა და შესაბამისობის ანგარიშების წერილობით და ზეპირად მკაფიოდ აღწერის და წარმოდგენის უნარი.
- კომუნიკაციისა და ინტერპერსონალური უნარები - ეფექტური თანამშრომლობა სხვადასხვა გუნდებთან კომპანიის შიგნით.
- ტექნიკური კომპეტენცია - სადაზღვევო პროგრამაში, Microsoft Excel-ში და ანგარიშგების ინსტრუმენტებში მუშაობის გამოცდილება.
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ წარმოადგინოთ თქვენი CV ქართულ ან ინგლისურ ენაზე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: jobs@gpih.ge
გთხოვთ, წერილის გამოგზავნისას „Subject line” - ში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება (ავტო დაზღვევის ზარალების მონიტორინგის მენეჯერი) წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.
საბუთების მოწოდების ბოლო ვადაა 2025 წლის 12 აპრილი.
ჯიპიაი ჰოლდინგი გთავაზობთ თქვენზე მორგებულ, დისტანციურ ან ნაწილობრივ დისტანციურ - მოქნილ სამუშაო გარემოს, რომელიც ორიენტირებულია თქვენს უსაფრთხოებასა და კომფორტზე.
კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციისა და მიმდინარე ვაკანსიების სანახავად გამოგვყევით Linkedin-ის გვერდზე: https://www.linkedin.com/company/gpih-vig/