კორპორატიული გაყიდვების მენეჯერი

თბილისი სრული განაკვეთი Static Link • სთათიქ ლინკ
მივლინება: არა ხელფასი: 1500 +ბონუსი
განათლება: ბაკალავრი მართვის მოწმობა: B
გაყიდვები: კორპორატიული კლიენტები (B2B)
სთათიქ ლინკში კორპორატიული გაყიდვების მენეჯერის ვაკნსია გვაქვს!

"სთათიქ ლინკ" დაარსდა 2019 წელს. კომპანია ქართულ და საერთაშორისო ბაზარზე სპეციალიზირებულია საინჟინრო სისტემების პროექტირების, მონტაჟისა და შემდგომი სერვისების მიმართულებით.

ჩვენი ძირითადი მიმართულებებია: HVAC (გათბობა-გაგრილება-ვენტილაცია); წყალმომარაგება-წყალარინება (Plumbing); სანიაღვრე, ხანძარქრობის, სახანძრო ვენტილაციის სისტემები; ელექტროობა და სუსტი დენები.

კომპანიის შესახებ მეტი ინფორმაციის სანახავად ეწვიეთ ბმულს: https://www.facebook.com/StaticLinkGeorgia/

რას გთავაზობთ:
  • ანაზღაურება: 1500 ლარი + ბონუსი გაყიდვებიდან
  • სამუშაო ადგილი: თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი 205
  • სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი; 10:00- 18:00

რა ბენეფიტებს მიიღებთ:
  • ჯანმრთელობის დაზღვევა
  • კორპორატიული ნომერი
  • საწვავის ბარათი/ტალონი
  • კარიერული განვითარების შესაძლებლობა
  • პროფესიულ ზრდაზე ორიენტირებული, პოზიტიური სამუშაო გარემო
  • სასწავლო და კარიერული განვითარების პროგრამები

რისი გაკეთება მოგიწევთ:
  • გაყიდვების სტრატეგიის შემუშავება და მისი ეფექტური განხორციელება.
  • ახალი მომხმარებლების მოძიება და მათთან გრძელვადიანი ურთიერთობის დამყარება.
  • კომპანიის პროდუქტების და მომსახურების შესახებ ინფორმაციის მიწოდება მომხმარებლებისთვის.
  • მომხმარებლების მოთხოვნების შეფასება და შესაბამისი შეთავაზებების მომზადება.
  • ბაზრის ანალიზი, კონკურენტების შესწავლა და მარკეტინგულ სტრატეგიების შემუშავებასა და განხორციელებაში ჩართულობა.
  • გაყიდვების გეგმის შესრულება, გაყიდვების პროგნოზირება და ანალიზი.
  • ანგარიშგების წარმოება ხელმძღვანელთან და გაყიდვების შედეგების ანალიზი.

რა მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდეთ:
  • ბაკალავრის ან მაგისტრის ხარისხი ბიზნესის მართვაში ან მსგავს სფეროში.
  • უძრავი ქონების დეველოპერულ კომპანიაში გაყიდვების მიმართულებით მუშაობა ჩაითვლება უპირატესობად;
  • უცხო ენების სასაუბრო დონეზე ცოდნა;
  • აუცილებელია მართვის მოწმობა

სპეციფიკური ცოდნა და უნარები:
  • გაყიდვების სტრატეგიების შემუშავების, მოლაპარაკების და გაყიდვების პროცესის ეფექტურად მართვის უნარები.
  • პრობლემების გადაჭრის და სწრაფი გადაწყვეტილების მიღების უნარი.
  • გაყიდვებისა და მარკეტინგული თანამედროვე მეთოდების ცოდნა.
  • კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (Microsoft Office, CRM სისტემები).

შერჩევის ეტაპები:
  • რეზიუმეების გადარჩევა (გთხოვთ, გაითვალისწინოთ, დავუკავშირდებით მხოლოდ რეზიუმეს საფუძველზე შერჩეულ კანდიდატებს);
  • გასაუბრება.

თუ გსურთ, შემოუერთდეთ ჩვენს გუნდს, ვაკანტური თანამდებობა თქვენთვის საინტერესოა და, ამასთანავე, აკმაყოფილებთ მის დასაკავებლად განსაზღვრულ მოთხოვნებს გთხოვთ,  შეავსოთ   განაცხადის   ფორმა: https://forms.gle/ds92FQs49QD54Rty8

განაცხადის შევსებით თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ კომპანიამ დაამუშაოს და შეინახოს თქვენი პერსონალური მონაცემები 6 თვის განმავლობაში. შესაძლებელია, დამსაქმებელმა თქვენი მონაცემი შეინახოს და განიხილოს სხვა პოზიციაზეც.

STATIC LINK მადლობას გიხდით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას !
გაგზავნე CV

სხვა ვებ გვერდზე