ოფის-მენეჯერი

თბილისი სრული განაკვეთი HH Recruitment
მივლინება: არა
განათლება: ბაკალავრი ენები: ინგლისური, რუსული
ადმინისტრაცია: ადმინისტრატორი, ადმინისტრაციული თანაშემწე, რეცეფციონისტი, ოფისის მენეჯმენტი, პირადი ასისტენტი
HH Recruitment აცხადებს ვაკანსიას ოფის-მენეჯერის პოზიციაზე ქ.თბილისში.

ფუნქცია-მოვალეობები:
  • კომპანიაში შემოსული და გასული ზარების, წერილებისა თუ გზავნილების კონტროლი - ორგანიზება, კოორდინაცია და დანიშნულებისამებრ გადამისამართება;
  • ოფისის სისუფთავისა და სხვადასხვა საკანცელარიო თუ სხვა ტიპის მასალებით უზრუნველყოფა - საკანცელარიო ნივთებისა და ჰიგიენის საშუალებების შესაკვეთად ტენდერების წარმართვა, შესაკვეთი ვადების განსაზღვრა და მომწოდებლებთან ურთიერთობა;
  • ოფისში მოსული ვიზიტორების - სტუმრების დახვედრა და შესაბამის ადრესატებთან გადამისამართება;
  • HR სამსახურის დახმარება შემდეგი ტიპის აქტივობებში - შვებულებისა და მივლინების ბრძანებების მომზადება; თანამშრომლების კორპორატიული ნომრებით უზრუნველყოფა; საწვავის ბარათების შეკვეთა; ფიტპასის ბაზის მართვა და სხვ.;
  • მოთხოვნის შემთხვევაში ხარისხის სერთიფიკატების მიწოდება პარტნიორ კომპანიებთან, სათანადო დოკუმენტაციის წარდგენის საფუძველზე.

მოთხოვნები:
  • აუცილებელია ბაკალავრის ხარისხი;
  • აუცილებელია ოფის მენეჯერის პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1წლიანი გამოცდილება;
  • აუცილებელია ინგლისური ენის საშუალო დონეზე ცოდნა;
  • სასურველია რუსული ენის ცოდნა;
  • MS Office პროგრამების ცოდნა.

დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ გამოაგზავნოთ რეზიუმე მითითებულ მეილზე: recruitment21@hh.ge