ტექნიკური სერვისის ინჟინერი

თბილისი სრული განაკვეთი არქი
მივლინება: არა
ხელოსანი/შეკეთება/მონტაჟი: ვენტილაცია/გათბობა/კონდიცირება (HVAC)
კომპანია ‘’არქი’’, წამყვანი დეველოპერული კომპანიაა საქართველოში, რომელიც დაარსდა 2006 წელს. უკვე წარმატებით დავასრულეთ 50-ამდე პროექტი და ამჟამად გვაქვს 20-ზე მეტი მიმდინარე მშენებლობა საქართველოში.  
არქიში ვეძებთ ტექნიკური სერვისის ინჟინერს - მექანიკური მიმართულებით და გთავაზობთ გუნდურ, კომფორტულ და განვითარებაზე ორიენტირებულ გარემოს. 
 
 
ძირითადი ფუნქციები: 
  • გათბობა, კონდიცირება, ვენტილაციის აგრეგატების მონიტორინგი და დაფიქსირებული პრობლემების აღმოფხვრა; 
  • წყალმომარაგების და სახანძრო სატუმბი სადგურის, სადრენაჟე ტუმბოების  და შესაბამისი მილგაყვანილობის მონიტორინგი და დაფიქსირებული პრობლემების აღმოფხვრა; 
  • მექანიკური დანადგარებისა და შესაბამისი გაყვანილობის შეცვლა/შეკეთება, სპეციალური ინსტრუმენტების გამოყენებით; 
  • შესრულებული სამუშაოების ხარისხისა და პროექტთან შესაბამისობის კონტროლი; 
  • სისტემატიური ვიზიტები ობიექტებზე და ანგარიშგება. 
 
საკვალიფიკაციო მოთხოვნები 
  • ტექნიკური სერვისის ან/და მექანიკური სისტემების მონტაჟის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება; 
  • სასურველია MS Office-ის ცოდნა. 
 
 
თუ დაგაინტერესა ჩვენმა ვაკანსიამ და გაქვს შესაბამისი გამოცდილება, მაშინ ველით შენს CV-ს, რომელიც შეგიძლია ატვირთო მითითებულ ბმულზე 2025   წლის 30 მარტის  ჩათვლით: https://crm.archi.ge/crm/deal/web_form/vacancy.php 
 
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.  
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, თქვენი რეზიუმე მომდევნო ექვსი თვის განმავლობაში შეინახება  კომპანიის მონაცემთა ბაზაში.  ამასთანავე, თქვენი კანდიდატურა შესაძლებელია განხილულ იქნას სხვა, მსგავს პოზიციაზე ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში.  
გაგზავნე CV

სხვა ვებ გვერდზე