გაინტერესებთ საინჟინრო პროექტირება? გსურთ კარიერა შექმნათ სტაბილურ და მზარდ კომპანიაში?
ელსაიდი გიწვევთ თავის გუნდში! ჩვენ ვეძებთ მოტივირებულ და განვითარებაზე ორიენტირებულ გათბობა-გაგრილებისა და ვენტილაციის ინჟინერ-პროექტანტებს, რომლებიც იმუშავებენ საინტერესო და მასშტაბურ პროექტებზე.
რატომ ელსაიდი?
- ელსაიდი სტაბილური და მზარდი კომპანიაა;
- ჩვენ გთავაზობთ პროფესიული განვითარების შესაძლებლობას;
- ელსაიდში დაგხვდებათ სამუშაო გარემო, სადაც ფასდება ინიციატივა და კრეატიულობა;
- ელსაიდში დაგხვდებათ კონკურენტული ანაზღაურება და ზრდის პერსპექტივა;
შესასრულებელი სამუშაო:
- გათბობა-გაგრილებისა და ვენტილაციის სისტემების პროექტირება;
- ნახაზების, ტექნიკური დოკუმენტაციის და მასალათა უწყისების მომზადება;
- კომპანიის პროექტებში აქტიური მონაწილეობა და გუნდთან ეფექტური კომუნიკაცია;
ვის ვეძებთ?
- უმაღლესი განათლება ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტს საინჟინრო მიმართულებით
- AutoCAD და სხვა საინჟინრო CAD პროგრამების ცოდნა;
- საოფისე პროგრამებში (MS Office) მუშაობის უნარი;
- ქართული, რუსული და ინგლისური ენების ცოდნა;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და დეტალებზე ორიენტირებულობა;
რა პირობებს გთავაზობთ?
- სამუშაო ენა: ქართული / რუსული / ინგლისური
- გრაფიკი: სრული (8 საათი დღეში, 40 საათი კვირაში)
- ანაზღაურება: ინდივიდუალურად განიხილება ცოდნისა და გამოცდილების მიხედვით
- კარიერული ზრდის პერსპექტივა და კომფორტული სამუშაო გარემო
თუ მზად ხარ ახალი გამოწვევებისთვის და გსურს კარიერული განვითარება, გამოგვიგზავნე შენი CV ელ. ფოსტაზე: HR@elside.ge
გახდი ჩვენი გუნდის წევრი და იმუშავე საინტერესო და ინოვაციურ პროექტებზე!