სს "ჯორჯიან ქარდი", საქართველოში არსებული ერთერთი მსხვილი საპროცესინგო კომპანია, აცხადებს ვაკანსიას ექვაირინგის სპეციალისტის თანამდებობაზე.
უფლება-მოვალეობები და პასუხისმგებლობები:
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
სამუშაო განრიგი: ორშაბათი- პარასკევი 10:00-19:00
სამუშაო ადგილი: ბელიაშვილის 106
კვალიფიციურმა კანდიდატებმა გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე შემდეგ მისამართზე: hr@gc.ge და მიუთითოთ პოზიციის დასახელება ელ. ფოსტის სათაურში.
გისურვებთ წარმატებას!
უფლება-მოვალეობები და პასუხისმგებლობები:
- ტრანზაქციების პროცესინგის მოწყობილობების (POS, PinPad) პროგრამული გამართვა სრულფასოვანი ფუნქციონირებისთვის
- POS-ტერმინალზე პროგრამული უზრუნველყოფის ინსტალაცია და ტესტირება
- შესასრულებელი სამუშაოს დაგეგმვა-ორგანიზება და ვადების მკაცრად დაცვა
- POS-ტერმინალების სავაჭრო ობიექტებში გადანაწილებისთვის საჭირო სამუშაოს ხარისხიანად შესრულება
- ტერმინალების და პროგრამული უზრუნველყოფის მომწოდებელთან ტექნიკური საკითხების გარკვევა
- ტერმინალებზე არსებული ტექნიკური ხარვეზების მოგვარებაში აქტიური მხარდაჭერა
- ტერმინალებისა და მისი მაკომპლექტებელი ნაწილების აღრიცხვა და პერიოდული ანგარიშგება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- ოპერაციული სისტემის და საოფისე პროგრამების ცოდნა
- მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება - ჩაითვლება პრიორიტეტად
- შრომისმოყვარეობა და მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა
- პუნქტუალურობა და დეტალებზე ორიენტირებულობა
- ახალი საქმიანობისა და პროდუქტების შესწავლის სურვილი და მზაობა
- გამართული ვერბალური და წერითი კომუნიკაცია ქართულ ენაზე
- ტექნიკური დოკუმენტაციის გარჩევა ინგლისურ და რუსულ ენებზე (სასურველია).
სამუშაო განრიგი: ორშაბათი- პარასკევი 10:00-19:00
სამუშაო ადგილი: ბელიაშვილის 106
კვალიფიციურმა კანდიდატებმა გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე შემდეგ მისამართზე: hr@gc.ge და მიუთითოთ პოზიციის დასახელება ელ. ფოსტის სათაურში.
გისურვებთ წარმატებას!