ექვაირინგის სპეციალისტი
თარიღები: 13 მარ - 11 აპრ
მდებარეობა: თბილისი
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
მივლინება: არა
ენები: ინგლისური რუსული
საბანკო:  პლასტიკური ბარათები
ელ.ფოსტა გამოხმაურებისთვის: hr@gc.ge
სს "ჯორჯიან ქარდი", საქართველოში არსებული ერთერთი მსხვილი საპროცესინგო კომპანია, აცხადებს ვაკანსიას ექვაირინგის სპეციალისტის თანამდებობაზე.

უფლება-მოვალეობები და პასუხისმგებლობები:
  • ტრანზაქციების პროცესინგის მოწყობილობების (POS, PinPad) პროგრამული გამართვა სრულფასოვანი ფუნქციონირებისთვის
  • POS-ტერმინალზე პროგრამული უზრუნველყოფის ინსტალაცია და ტესტირება
  • შესასრულებელი სამუშაოს დაგეგმვა-ორგანიზება და ვადების მკაცრად დაცვა
  • POS-ტერმინალების სავაჭრო ობიექტებში გადანაწილებისთვის საჭირო სამუშაოს ხარისხიანად შესრულება
  • ტერმინალების და პროგრამული უზრუნველყოფის მომწოდებელთან ტექნიკური საკითხების გარკვევა
  • ტერმინალებზე არსებული ტექნიკური ხარვეზების მოგვარებაში აქტიური მხარდაჭერა
  • ტერმინალებისა და მისი მაკომპლექტებელი ნაწილების აღრიცხვა და პერიოდული ანგარიშგება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • ოპერაციული სისტემის და საოფისე პროგრამების ცოდნა
  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება - ჩაითვლება პრიორიტეტად
  • შრომისმოყვარეობა და მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა
  • პუნქტუალურობა და დეტალებზე ორიენტირებულობა
  • ახალი საქმიანობისა და პროდუქტების შესწავლის სურვილი და მზაობა
  • გამართული ვერბალური და წერითი კომუნიკაცია ქართულ ენაზე
  • ტექნიკური დოკუმენტაციის გარჩევა ინგლისურ და რუსულ ენებზე (სასურველია).

სამუშაო განრიგი: ორშაბათი- პარასკევი 10:00-19:00
სამუშაო ადგილი: ბელიაშვილის 106

კვალიფიციურმა კანდიდატებმა გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე შემდეგ მისამართზე: hr@gc.ge და მიუთითოთ პოზიციის დასახელება ელ. ფოსტის სათაურში.

გისურვებთ წარმატებას!