ელექტრობის და სუსტი დენების ინჟინერი

თბილისი სრული განაკვეთი Wemep
მივლინება: არა
ინჟინერია: ელექტროინჟინერია
კომპანია WeMEP აცხადებს ვაკანსიას ელექტრობის და სუსტი დენების ინჟინრის პოზიციაზე.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
  • ელექტრობის და სუსტი დენების მიმართულებით საპროექტო ნახაზების შედგენა, ტექნიკური მოწყობილობების შერჩევა და პროექტის მასალების უწყისის მომზადება
  • არქიტექტურული და კონსტრუქციული ნახაზის გარჩევა
  • საჭიროების შემთხვევაში, ობიექტის შესწავლა 
  • საჭიროების შემთხვევაში, პროექტში ცვლილებების შეტანა 
  • კომპეტენციის ფარგლებში ხელმძღვანელის სხვა დავალებების შესრულება

პროფესიული უნარები/მოთხოვნები:
  • აუცილებელია AutoCAD-ის  და შესაბამისი საინჟინრო კომპიუტერული პროგრამების სრულყოფილი ცოდნა
  • აუცილებელია ადგილობრივი და საერთაშორისო ნორმების და სტანდარტების ცოდნა
  • საურველია Revit-ის ცოდნა

სამუშაო გამოცდილება:
  • აუცილებელია, აღნიშნული მიმართულებით მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება.

პიროვნული თვისებები და უნარები:
  • დეტალებზე ორიენტირებულობა
  • დროის მართვის უნარი
  • სხვადასხვა ამოცანებზე ერთდროულად მუშაობის უნარი
  • დამოუკიდებლად მუშაობის უნარი
  • ახალი ტექნოლოგიების სწრაფი ათვისების უნარი
  • მიზანდასახული

დასაქმების პირობები:
  • სამუშაო ადგილი: თბილისი
  • სამუშაო განაკვეთი: ორშაბათი-ხუთშაბათი, 11:00-19:00

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე 11 აპრილის ჩათვლით შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: team@wemep.ge

დავუკავშირდებით მხოლოდ გასაუბრებისთვის შერჩეულ კანდიდატებს.

მადლობა დაინტერესებისთვის, გისურვებთ წარმატებებს!