ვაკანსია: IT ბიზნეს ანალიტიკოსი / პროექტ მენეჯერი (BA/PM)
მიკროსაფინანსო ორგანიზაცია "კრედიტსერვისი +" ეძებს BA/PM სპეციალისტს, რომელიც იქნება პასუხისმგებელი როგორც ბიზნეს მოთხოვნების ანალიზზე, ასევე პროექტების მართვაზე.
მდებარეობა: თბილისი / (სათავო ოფისი პეკინის 33 ა
სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი
ანაზღაურება: კვალიფიკაციის შესაბამისად
ძირითადი მოვალეობები:
- ბიზნესის საჭიროებების შეგროვება და ანალიზი;
- IT გუნდთან და დეველოპერებთან კომუნიკაცია, ტექნიკური დავალებების მომზადება;
- პროექტების დაგეგმვა, მონიტორინგი და გუნდის კოორდინაცია;
- Sprint-ების (Agile/Scrum) მართვა და პროგრესის კონტროლი;
- რისკების შეფასება და პრობლემების გადაჭრის მექანიზმების შემუშავება;
- ბიზნესისა და ტექნოლოგიური გუნდების დაკავშირება, პროცესების ოპტიმიზაცია;
- მომხმარებლის ტესტირების (UAT) მართვა და საბოლოო პროდუქტის ხარისხის კონტროლი;
- ორგანიზაციის შიდა და გარე სისტემებთან ინტეგრაციის მართვა;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება (სასურველია ფინანსების, ბიზნესის ან IT მიმართულებით);
- BA ან/და პროექტ მენეჯერის როლში მუშაობის მინიმუმ 2-3 წლიანი გამოცდილება;
- Agile/Scrum მეთოდოლოგიების ცოდნა და პრაქტიკაში გამოყენების გამოცდილება;
- მონაცემთა მოდელირების, პროცესების ანალიზისა და დოკუმენტაციის მომზადების უნარი;
- SQL-ის, API ინტეგრაციების და სისტემური არქიტექტურის ძირითადი პრინციპების ცოდნა;
- Jira, Confluence ან სხვა პროექტების მართვის სისტემებთან მუშაობის გამოცდილება;
- კომუნიკაბელურობა, გუნდური მუშაობის უნარი და პასუხისმგებლობა.
რას გთავაზობთ?
- კარიერული განვითარების შესაძლებლობა;
- მეგობრული და პროფესიონალური სამუშაო გარემო;
- ტრენინგები და პროფესიული განვითარება;
გაინტერესებს? გამოგვიგზავნე შენი რეზიუმე: vacancy@creditservice.ge
გახდი "კრედიტსერვისი +" გუნდის ნაწილი და იმუშავე საინტერესო და დინამიურ პროექტებზე!
გაცნობებთ, რომ სს "მიკროსაფინანსო ორგანიზაცია კრედიტრსერვისი + " ახორციელებს კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებას, ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ასევე შესაძლოა დამუშავდეს სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 1 წლის ვადით. იმ შემთხვევაში თუ არ გსურთ მონაცემთა შემდგომი დამუშავება, გსურთ მონაცემთა ცვლილება ან წაშლა, გთხოვთ მოგვმართეთ.
კომპანია მადლობას გიხდით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას!