წარმოების მენეჯერის ასისტენტი

თბილისი სრული განაკვეთი ლუკა პოლარე
მივლინება: არა
ენები: ინგლისური
ადმინისტრაცია: ადმინისტრაციული თანაშემწე
"ლუკა პოლარე" აცხადებს ვაკანსიას წარმოების მენეჯერის ასისტენტის პოზიციაზე თბილისში.

ძირითადი მოვალეობები:
  • იმუშაოს სურსათის სააგენტოს და HACCP მოთხოვნების შესაბამისად, მოსთხოვოს და დაეხმაროს სხვა თანამშრომლებს ამ მოთხოვნების განხორციელებაში.
  • ხელი შეუწყოს საწარმოში ჯანსაღი ატმოსფეროს ჩამოყალიბებას, მონაწილეობა მიიღოს ახალი პროდუქტების ტესტირებაში და შემდგომ მათ წარმოების დანერგვაში, დაეხმაროს ახალ თანამშრომელს საწარმოო პროცესების გაცნობასა და ათვისებაში.
  • დაამზადოს ნაყინის და საცხობი წარმოების ყველა პროდუქტი რეცეპტის და სტანდარტის შესაბამისად, ასწავლოს და კოორდინირება გაუწიოს კოლეგებს.
  • აწარმოოს წარმოებისთვის საჭირო მასალების შერჩევა, შეკვეთა და შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადება.
  • შეამოწმოს და აკონტროლოს წარმოებული პროდუქციის ხარისხი.
  • ფილიალებში შეკვეთილ და გასაგზავნ პროდუქტს გაუწიოს კონტროლი.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება (მინიმუმ 2 წელი);
  • საოფისე პროგრამების ცოდნა (Word, Excel, Outlook)
  • უცხო ენების (ინგლისური) საბაზისო ცოდნა.

უნარ-ჩვევები:
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • პოზიტიური და ენერგიული;
  • გუნდის მართვის უნარი;
  • მოლაპარაკების წარმოების უნარი;
  • ანალიტიკური აზროვნების უნარი;

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ განაცხადი გამოგზავნოთ hr@lucapolare.com -ზე და სათაურის ველში მიუთითოთ შესაბამისი ვაკანსიის დასახელება.
კანდიდატის შერჩევა მოხდება მისი მონაცემების დამუშავებისა და მასთან გასაუბრების საფუძველზე.
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას !