"ლუკა პოლარე" აცხადებს ვაკანსიას წარმოების მენეჯერის ასისტენტის პოზიციაზე თბილისში.
ძირითადი მოვალეობები:
- იმუშაოს სურსათის სააგენტოს და HACCP მოთხოვნების შესაბამისად, მოსთხოვოს და დაეხმაროს სხვა თანამშრომლებს ამ მოთხოვნების განხორციელებაში.
- ხელი შეუწყოს საწარმოში ჯანსაღი ატმოსფეროს ჩამოყალიბებას, მონაწილეობა მიიღოს ახალი პროდუქტების ტესტირებაში და შემდგომ მათ წარმოების დანერგვაში, დაეხმაროს ახალ თანამშრომელს საწარმოო პროცესების გაცნობასა და ათვისებაში.
- დაამზადოს ნაყინის და საცხობი წარმოების ყველა პროდუქტი რეცეპტის და სტანდარტის შესაბამისად, ასწავლოს და კოორდინირება გაუწიოს კოლეგებს.
- აწარმოოს წარმოებისთვის საჭირო მასალების შერჩევა, შეკვეთა და შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადება.
- შეამოწმოს და აკონტროლოს წარმოებული პროდუქციის ხარისხი.
- ფილიალებში შეკვეთილ და გასაგზავნ პროდუქტს გაუწიოს კონტროლი.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება (მინიმუმ 2 წელი);
- საოფისე პროგრამების ცოდნა (Word, Excel, Outlook)
- უცხო ენების (ინგლისური) საბაზისო ცოდნა.
უნარ-ჩვევები:
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- პოზიტიური და ენერგიული;
- გუნდის მართვის უნარი;
- მოლაპარაკების წარმოების უნარი;
- ანალიტიკური აზროვნების უნარი;
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ განაცხადი გამოგზავნოთ hr@lucapolare.com -ზე და სათაურის ველში მიუთითოთ შესაბამისი ვაკანსიის დასახელება. კანდიდატის შერჩევა მოხდება მისი მონაცემების დამუშავებისა და მასთან გასაუბრების საფუძველზე.
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას !