მიწოდების განყოფილების თანამშრომელი

თბილისი სრული განაკვეთი Geosm
მივლინება: არა ხელფასი: 1000 - 1400 +ბონუსი
განათლება: ბაკალავრი ენები: ქართული
გაყიდვები: დისტრიბუცია
კომპანია “Geosm” აცხადებს ვაკანსიას მიწოდების განყოფილების თანამშრომლის  პოზიციაზე. 

კომპანია Geosm დაარსდა 2010 წელს, მის საქმიანობას წარმოადგენს საკანცელარიო/საოფისე ნივთებით ვაჭრობა. კომპანიას გააჩნია საკანცელარიო ბაზარზე ერთ-ერთი უმსხვილესი მაღაზია/შოურუმი, სადაც წარმოდგენილია 5000-მდე დასახელების პროდუქცია. 

სამუშაო ადგილი: თბილისი
პოზიცია: მიწოდების განყოფილების თანამშრომელი 
სამუშაო გრაფიკი: კვირაში 6 სამუშაო დღე ორშაბათი - პარასკევი 09:30 – 18:30სთ; შაბათი 11:00-17:00სთ.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
  • საწყობიდან შეკვეთების უსაფრთხო ჩატვირთვა/ჩამოცლა
  • შეკვეთილი პროდუქციის უსაფრთხო და დროული მიწოდება მომხმარებლისთვის
  • ყოველდღიურად ანგარიშის წარდგენა ჩატარებული სამუშაოს შესახებ
  • მომხმარებელთან პარტნიორული ურთიერთობის შენარჩუნება და გაღრმავება, მომსახურების მაღალი დონე
  • უზრუნველყოს მის სარგებლობაში მყოფი ავტომანქანის ჰიგიენის კონტროლი
  • საჭიროებისამებრ, პროდუქციის აღრიცხვასა და შეკვეთების კომპლექტაციაში მონაწილეობის მიღება  

ძირითადი მოთხოვნები:
  • პროფესიული ან უმაღლესი განათლება;
  • მართვის მოწმობა და მექანიკური ავტომობილის მართვის გამოცდილება არანაკლებ 2 წელი; 
  • ქართულ ენაზე გამართული და დახვეწილი მეტყველების უნარი;
  • ლოგიკური აზროვნებისა და გუნდური მუშაობის უნარი. 

პიროვნული თვისებები: 
  • ენერგიული;
  • პასუხისმგებლობის გრძნობის მქონე;
  • პუნქტუალური;
  • მოტივირებული;
  • თავაზიანი;
  • მოთმინების უნარის მქონე;
  • დეტალებზე ორიენტირებული

ანაზღაურება:
  • პირველი თვე (გამოსაცდელი პერიოდი) - 1000 ლარი;
  • მეორე თვე - ფიქსირებული 1400 ლარი;
  • მესამე თვიდან - ფიქსირებული 1400 ლარი + ბონუსი (გამომუშავებით) + ჯანმრთელობის დაზღვევა;

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, თქვენი რეზიუმე ფოტოსურათთან ერთად გამოაგზავნოთ შემდეგ მისამართზე: office@geosm.ge და გთხოვთ, "subject" ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი, წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი რეზიუმე არ განიხილება.

გისურვებთ წარმატებას!