კომპანია “Geosm” აცხადებს ვაკანსიას მიწოდების განყოფილების თანამშრომლის პოზიციაზე.
კომპანია Geosm დაარსდა 2010 წელს, მის საქმიანობას წარმოადგენს საკანცელარიო/საოფისე ნივთებით ვაჭრობა. კომპანიას გააჩნია საკანცელარიო ბაზარზე ერთ-ერთი უმსხვილესი მაღაზია/შოურუმი, სადაც წარმოდგენილია 5000-მდე დასახელების პროდუქცია.
სამუშაო ადგილი: თბილისი
პოზიცია: მიწოდების განყოფილების თანამშრომელი
სამუშაო გრაფიკი: კვირაში 6 სამუშაო დღე ორშაბათი - პარასკევი 09:30 – 18:30სთ; შაბათი 11:00-17:00სთ.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
- საწყობიდან შეკვეთების უსაფრთხო ჩატვირთვა/ჩამოცლა
- შეკვეთილი პროდუქციის უსაფრთხო და დროული მიწოდება მომხმარებლისთვის
- ყოველდღიურად ანგარიშის წარდგენა ჩატარებული სამუშაოს შესახებ
- მომხმარებელთან პარტნიორული ურთიერთობის შენარჩუნება და გაღრმავება, მომსახურების მაღალი დონე
- უზრუნველყოს მის სარგებლობაში მყოფი ავტომანქანის ჰიგიენის კონტროლი
- საჭიროებისამებრ, პროდუქციის აღრიცხვასა და შეკვეთების კომპლექტაციაში მონაწილეობის მიღება
ძირითადი მოთხოვნები:
- პროფესიული ან უმაღლესი განათლება;
- მართვის მოწმობა და მექანიკური ავტომობილის მართვის გამოცდილება არანაკლებ 2 წელი;
- ქართულ ენაზე გამართული და დახვეწილი მეტყველების უნარი;
- ლოგიკური აზროვნებისა და გუნდური მუშაობის უნარი.
პიროვნული თვისებები:
- ენერგიული;
- პასუხისმგებლობის გრძნობის მქონე;
- პუნქტუალური;
- მოტივირებული;
- თავაზიანი;
- მოთმინების უნარის მქონე;
- დეტალებზე ორიენტირებული
ანაზღაურება:
- პირველი თვე (გამოსაცდელი პერიოდი) - 1000 ლარი;
- მეორე თვე - ფიქსირებული 1400 ლარი;
- მესამე თვიდან - ფიქსირებული 1400 ლარი + ბონუსი (გამომუშავებით) + ჯანმრთელობის დაზღვევა;
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, თქვენი რეზიუმე ფოტოსურათთან ერთად გამოაგზავნოთ შემდეგ მისამართზე: office@geosm.ge და გთხოვთ, "subject" ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი, წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი რეზიუმე არ განიხილება.
გისურვებთ წარმატებას!