დოკუმენტბრუნვის მენეჯერი

თბილისი სრული განაკვეთი პსპ ფარმა
მივლინება: არა
განათლება: ბაკალავრი ენები: ინგლისური, რუსული
ადმინისტრაცია: ოფისის მენეჯმენტი
შპს „პსპ ფარმა“ აცხადებს დოკუმენტბრუნვის მენეჯერის ვაკანსიას ქალაქ თბილისში.

ფუნქცია - მოვალეობები:
  • ხარისხის მენეჯმენტის სისტემისა და კარგი დისტრიბუციის პრაქტიკის დოკუმენტაციის დროული შემუშავება, ორგანიზება, ინფორმირება - დანერგვა, რეგისტრაცია. (დოკუმენტბრუნვა);
  • ხარისხის მენეჯმენტის სისტემისა და კარგი დისტრიბუციის პრაქტიკის დოკუმენტაციის პერიოდული გადამოწმება, ცვლილებათა შეტანა, ძველი ვერსიების გამოთხოვნა და არქივირება,  ახალი ვერსიების აქტივირება;
  • შეუსაბამობის გამოვლენა და მასზე მაკორექტირებელი მოქმედებების შესრულების ორგანიზება;
  • სწავლების წლიური განრიგის შედგენასა და შესრულების კოორდინაციაში მონაწილეობა;
  • გარე აუდიტებში მონაწილეობა;

ცოდნა და გამოცდილება:
  • უმაღლესი განათლება ფარმაცევტული,სამედიცინო ან იურიდიული მიმართულებით;
  • სასურველია მსგავს პოზიციაზე სამუშაო გამოცდილება.
  • ხარისხის მენეჯმენტის სისტემისა და კარგი დისტრიბუციის პრაქტიკის ცოდნა და შესაბამისი ტრეინინგები აღნიშნული მიმართულებით;
  • საოფისე პროგრამების ცოდნა;
  • რუსული და ინგლისური ენების ცოდნა;

პიროვნული თვისებები: 
  • მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • ეფექტური ვერბალური და არავერბალური კომუნიკაციისა და პრეზენტაციის უნარი;
  • ანალიტიკური და კრიტიკული აზროვნების უნარი;
  • დროის მართვის უნარი

დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ, გამოაგზავნოთ განაცხადი შემდეგ ელ.ფოსტის მისამართზე hr@psp.ge და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის  დასახელება.
განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 21.03.2025.