შპს „პსპ ფარმა“ აცხადებს დოკუმენტბრუნვის მენეჯერის ვაკანსიას ქალაქ თბილისში.
ფუნქცია - მოვალეობები:
- ხარისხის მენეჯმენტის სისტემისა და კარგი დისტრიბუციის პრაქტიკის დოკუმენტაციის დროული შემუშავება, ორგანიზება, ინფორმირება - დანერგვა, რეგისტრაცია. (დოკუმენტბრუნვა);
- ხარისხის მენეჯმენტის სისტემისა და კარგი დისტრიბუციის პრაქტიკის დოკუმენტაციის პერიოდული გადამოწმება, ცვლილებათა შეტანა, ძველი ვერსიების გამოთხოვნა და არქივირება, ახალი ვერსიების აქტივირება;
- შეუსაბამობის გამოვლენა და მასზე მაკორექტირებელი მოქმედებების შესრულების ორგანიზება;
- სწავლების წლიური განრიგის შედგენასა და შესრულების კოორდინაციაში მონაწილეობა;
- გარე აუდიტებში მონაწილეობა;
ცოდნა და გამოცდილება:
- უმაღლესი განათლება ფარმაცევტული,სამედიცინო ან იურიდიული მიმართულებით;
- სასურველია მსგავს პოზიციაზე სამუშაო გამოცდილება.
- ხარისხის მენეჯმენტის სისტემისა და კარგი დისტრიბუციის პრაქტიკის ცოდნა და შესაბამისი ტრეინინგები აღნიშნული მიმართულებით;
- საოფისე პროგრამების ცოდნა;
- რუსული და ინგლისური ენების ცოდნა;
პიროვნული თვისებები:
- მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
- ეფექტური ვერბალური და არავერბალური კომუნიკაციისა და პრეზენტაციის უნარი;
- ანალიტიკური და კრიტიკული აზროვნების უნარი;
- დროის მართვის უნარი
დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ, გამოაგზავნოთ განაცხადი შემდეგ ელ.ფოსტის მისამართზე hr@psp.ge და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება. განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 21.03.2025.