ტამპოპრინტის ოპერატორი/შემფუთავ-დამფასოებელი

რუსთავი სრული განაკვეთი JSC CAUCASIAN PET COMPANY
მივლინება: არა
ლოგისტიკა/ტრანსპორტი: ლოჯისტიკა წარმოება/ოპერაციები: წარმოება/ოპერაციების დაგეგმვა
სს „კავკასიან პეტ კომპანი“ ლიდერია PET შეფუთვის წარმოებასა და რეალიზაციაში საქართველოსა და კავკასიის ქვეყნებში.
ოფისი და ქარხანა მდებარეობს  რუსთავში
ვაცხადებთ კანდიდატების ძიებას შემდეგ პოზიციებზე:ტამპოპრინტის ოპერატორი (ლოგოტიპირება) და შემფუთავ-დამფასოებელი

ტამპოპრინტის ოპერატორი (ლოგოტიპირება) - 3 ვაკანსია

თანამდებობრივი მოვალეობები:
  • ლოგოტიპირების პროცესის გაშვება, რეგულირება, პროცესის კონტროლი (საღებავებთან და გამხსნელებთან მუშაობა).
  • მოწყობილობების ტექნოლოგიური პარამეტრების რეგულირება და კონტროლი.
  • Panton-თან (სტანდარტიზებული ფერის შემრჩევი სისტემა) მუშაობა - დამტკიცებული საღებავების რეგულირება.
  • გამოსაშვები პროდუქციის ხარისხის კონტროლი; დანადგარების მუშაობის ჟურნალის წარმოება; ცვლის ანგარიშების შედგენა.
  • საამქროს ტერიტორიისა და მოწყობილობების დასუფთავება.
  • ნებისმიერი დამხმარე სამუშაოების შესრულება.

მოთხოვნები:
  • საწარმოო დანადგარების და ხაზების მომსახურების გამოცდილება (სასურველია).
  • ტექნიკასთან, მექანიზმებთან, ელექტრო მოწყობილობებთან მუშაობის უნარები (სასურველია).
  • კომპიუტერულის ცოდნა სამომხმარებლო დონეზე და დოკუმენტაციის წარმოების წესების ცოდნა.
  • ქართული და რუსული ან ინგლისური ენების ცოდნა.
  • პასუხისმგებლიანი, ყურადღებიანი, შრომისმოყვარე.

სამუშაო პირობები:
ქ. რუსთავი. სამუშაო განრიგი  - 08:00-დან 20:00-მდე და 20:00-დან 08:00-მდე ( 2 სამუშაო დღე: დღე/ღამე, მომდევნო ორი დღე დასვენება + დამატებითი სამუშაო ანაზღაურებადი, საჭიროებიდან გამომდიანრე). 
ანაზღაურება - 1750 ლარი ხელზე ან 9,59 ლარი საათში (საგამოცდო პერიოდის 3 თვის განმავლობაში - 1375 ლარი ხელზე ან 7,53 ლარი საათში).

პრემირება - წლის მუშაობის შედეგებიდან გამომდინარე
ჩვენი სოციალური პაკეტი მოიცავს: სამედიცინო დაზღვევა; ტრანსპორტირება სამსახურში და უკან (რუსთავი); კორპორატიული მობილური ნომერი; კვება შესვენების დროს; FITPASS-ის კორპორატიული ტარიფი (აუზი, სპორტ-დარბაზი).


შემფუთავ-დამფასოებელი - 2 ვაკანსია
თანამდებობრივი მოვალეობები მოიცავს:
  • მზა პროდუქციისთვის ყუთის აწყობა. ცარიელი ყუთის წონა 11-15კგ.
  • მზა პროდუქციის შეფუთვა. სავსე ყუთის წონა 280-315კგ.
  • შეფუთული პროდუქციის სასაწყობე ზონაში განთავსება.
  • წარმოებაში ხვადასხვა დამხმარე სამუშაოს შესრულება.
  • სასაწყობე და საწარმოო ტერიტორიაზე სისუფთავის უზრუნველყოფა/დასუფთავება და ინვენტარის გაფრთხილება და მათი გამართულობის კონტროლი.

მოთხოვნები:
  • მართვის მოწმობა ან სატვირთველის მართვის სერთიფიკატი.
  • ფიზიკურად მუშაობის და მძიმეების აწევის უნარი.
  • ქართული ენის ცოდნა, სასურველია რუსული ან ინგლისური ენის ცოდნა.
  • პასუხისმგებლიანი.
  • ყურადღებიანი.
  • პუნქტუალური.
  • შრომისმოყვარე.

სამუშაო პირობები:  
ქ. რუსთავი. სამუშაო გრაფიკი -08:00-დან 20:00-მდე და 20:00-დან 08:00-მდე ( 2 სამუშაო დღე: დღე, ღამე, მომდევნო ორი დღე დასვენება + დამატებითი სამუშაო საჭიროებიდან გამომდიანრე).
ხელფასი 1400 ლარი ხელზე ან 7,67 ლარი საათში. გამოსაცდელი ვადის 1 თვის განმავლობაში - 1000 ლარი ხელზე ან 5,48 ლარი საათში  (დამოკიდებულია ფაქტობრივად ნამუშევარ დროზე, საპენსიო გადასახადის გამოკლებით). 
ჩვენი სოციალური პაკეტი მოიცავს:  ჯანმრთელობის დაზღვევა; ტრანსპორტირება - სამსახურში მიყვანა-წამოყვანა (რუსთავში); კორპორატიულ ნომერი; კვება; FITPASS-ის კორპორატიული ტარიფი (აუზი, სატრენაჟორო დარბაზი).

რეზიუმე გამოაგზავნეთ ელ. მისამართზე: viktoriya.kovalenko@caucasianpet.com