სს „კავკასიან პეტ კომპანი“ ლიდერია PET შეფუთვის წარმოებასა და რეალიზაციაში საქართველოსა და კავკასიის ქვეყნებში.
ოფისი და ქარხანა მდებარეობს რუსთავში
ვაცხადებთ კანდიდატების ძიებას შემდეგ პოზიციებზე:ტამპოპრინტის ოპერატორი (ლოგოტიპირება) და შემფუთავ-დამფასოებელი
ტამპოპრინტის ოპერატორი (ლოგოტიპირება) - 3 ვაკანსია
თანამდებობრივი მოვალეობები:
- ლოგოტიპირების პროცესის გაშვება, რეგულირება, პროცესის კონტროლი (საღებავებთან და გამხსნელებთან მუშაობა).
- მოწყობილობების ტექნოლოგიური პარამეტრების რეგულირება და კონტროლი.
- Panton-თან (სტანდარტიზებული ფერის შემრჩევი სისტემა) მუშაობა - დამტკიცებული საღებავების რეგულირება.
- გამოსაშვები პროდუქციის ხარისხის კონტროლი; დანადგარების მუშაობის ჟურნალის წარმოება; ცვლის ანგარიშების შედგენა.
- საამქროს ტერიტორიისა და მოწყობილობების დასუფთავება.
- ნებისმიერი დამხმარე სამუშაოების შესრულება.
მოთხოვნები:
- საწარმოო დანადგარების და ხაზების მომსახურების გამოცდილება (სასურველია).
- ტექნიკასთან, მექანიზმებთან, ელექტრო მოწყობილობებთან მუშაობის უნარები (სასურველია).
- კომპიუტერულის ცოდნა სამომხმარებლო დონეზე და დოკუმენტაციის წარმოების წესების ცოდნა.
- ქართული და რუსული ან ინგლისური ენების ცოდნა.
- პასუხისმგებლიანი, ყურადღებიანი, შრომისმოყვარე.
სამუშაო პირობები:
ქ. რუსთავი. სამუშაო განრიგი - 08:00-დან 20:00-მდე და 20:00-დან 08:00-მდე ( 2 სამუშაო დღე: დღე/ღამე, მომდევნო ორი დღე დასვენება + დამატებითი სამუშაო ანაზღაურებადი, საჭიროებიდან გამომდიანრე).
ანაზღაურება - 1750 ლარი ხელზე ან 9,59 ლარი საათში (საგამოცდო პერიოდის 3 თვის განმავლობაში - 1375 ლარი ხელზე ან 7,53 ლარი საათში).
პრემირება - წლის მუშაობის შედეგებიდან გამომდინარე
ჩვენი სოციალური პაკეტი მოიცავს: სამედიცინო დაზღვევა; ტრანსპორტირება სამსახურში და უკან (რუსთავი); კორპორატიული მობილური ნომერი; კვება შესვენების დროს; FITPASS-ის კორპორატიული ტარიფი (აუზი, სპორტ-დარბაზი).
შემფუთავ-დამფასოებელი - 2 ვაკანსია
თანამდებობრივი მოვალეობები მოიცავს:
- მზა პროდუქციისთვის ყუთის აწყობა. ცარიელი ყუთის წონა 11-15კგ.
- მზა პროდუქციის შეფუთვა. სავსე ყუთის წონა 280-315კგ.
- შეფუთული პროდუქციის სასაწყობე ზონაში განთავსება.
- წარმოებაში ხვადასხვა დამხმარე სამუშაოს შესრულება.
- სასაწყობე და საწარმოო ტერიტორიაზე სისუფთავის უზრუნველყოფა/დასუფთავება და ინვენტარის გაფრთხილება და მათი გამართულობის კონტროლი.
მოთხოვნები:
- მართვის მოწმობა ან სატვირთველის მართვის სერთიფიკატი.
- ფიზიკურად მუშაობის და მძიმეების აწევის უნარი.
- ქართული ენის ცოდნა, სასურველია რუსული ან ინგლისური ენის ცოდნა.
- პასუხისმგებლიანი.
- ყურადღებიანი.
- პუნქტუალური.
- შრომისმოყვარე.
სამუშაო პირობები:
ქ. რუსთავი. სამუშაო გრაფიკი -08:00-დან 20:00-მდე და 20:00-დან 08:00-მდე ( 2 სამუშაო დღე: დღე, ღამე, მომდევნო ორი დღე დასვენება + დამატებითი სამუშაო საჭიროებიდან გამომდიანრე).
ხელფასი 1400 ლარი ხელზე ან 7,67 ლარი საათში. გამოსაცდელი ვადის 1 თვის განმავლობაში - 1000 ლარი ხელზე ან 5,48 ლარი საათში (დამოკიდებულია ფაქტობრივად ნამუშევარ დროზე, საპენსიო გადასახადის გამოკლებით).
ჩვენი სოციალური პაკეტი მოიცავს: ჯანმრთელობის დაზღვევა; ტრანსპორტირება - სამსახურში მიყვანა-წამოყვანა (რუსთავში); კორპორატიულ ნომერი; კვება; FITPASS-ის კორპორატიული ტარიფი (აუზი, სატრენაჟორო დარბაზი).