ღია კონკურსი არატრადიციული ენერგეტიკის ლაბორატორიის ხელმძღვანელის / მთავარი მეცნიერ-თანამშრომლის თანამდებობის დასაკავებლად

მივლინება: არა
განათლება: დოქტორი ენები: ქართული
მეცნიერება/განათლება: უმაღლესი განათლება
სსიპ სოხუმის ილია ვეკუას ფიზიკა–ტექნიკისინსტიტუტი აცხადებს  ღია კონკურსს შემდეგი სამეცნიერო სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი/მთავარი მეცნიერ- თანამშრომლის თანამდებობის დასაკავებლად:
  • არატრადიციული ენერგეტიკის ლაბორატორიის ხელმძღვანელი, 
  • მთავარი მეცნიერ – თანამშრომელი (სრული საშტატო განაკვეთი).

კონკურსის პირობები:

კონკურსანტს უნდა ჰქონდეს:
  • დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი;
  • ლაბორატორიის  მიმართულების შესაბამისი სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის მინიმუმ 6 წლიანი გამოცდილება;
  • კონკურსანტი კარგად უნდა ფლობდეს სახელმწიფო ენას და ერთ-ერთ უცხო ენას;
  • კონკურსანტი კარგად უნდა ფლობდეს შემდეგ კომპიუტერულ პროგრამებს – Microsoft Office Word, Microsoft Office Excel, ინტერნეტი.
  • კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა უნდა წარმოადგინონ / ან მითითებულ ელ-ფოსტაზე (xlomidze@sipt.org.ge) უნდა გამოაგზავნონ 

შემდეგი დოკუმენტები:
  • განცხადება (განცხადების ფორმა)
  • პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
  • ავტობიოგრაფია/CV;
  • სამეცნიერო ხარისხის დამადასტურებელი დიპლომის ასლი;
  • გამოქვეყნებული სამეცნიერო ნაშრომების ჩამონათვალი, ადგილობრივ და საერთაშორისო კონფერენციებში მონაწილეობის დამადასტურებელი მასალები (ბოლო 5 წლის განმავლობაში);
  • ერთი სამეცნიერო ნაშრომის სტატიის ასლი, რომელიც განმცხადებლის აზრით უკეთესად წარმოაჩენს მის სამეცნიერო პოტენციალს/კვლევის უნარს;
  • ინფორმაცია სახელშეკრულებო (არასაბიუჯეტო) სამუშაოებში მონაწილეობის შესახებ (ბოლო 5 წლის განმავლობაში);
  • ინფორმაცია სამეცნიერო გრანტებში მონაწილეობის შესახებ;
  • პატენტების, საავტორო მოწმობების, ლიცენზიების, გამოყენების აქტების და სამეცნიერო მოღვაწეობასთან დაკავშირებული სხვა დამადასტურებელი დოკუმენტაციის ჩამონათვალი;
  • შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის განვითარების ხედვა;
  • შესაბამისი დარგის ორი მეცნიერის საკონტაქტო ინფორმაცია, რომელთაც შეიძლება რეკომენდაცია გაუწიონ კონკურსანტს (სახელი, გვარი, ტელეფონი, ელ-ფოსტა, მისამართი).

საკონკურსო საბუთების მიღება იწარმოებს სსიპ სოხუმის ილია ვეკუას ფიზიკა-ტექნიკის ინსტიტუტში, მისამართზე ქ. თბილისი, ე. მინდელის ქ. 7, ოთახი 629 ან ელექტრონულად ელ-ფოსტაზე: xlomidze@sipt.org.ge 2025 წლის 11 აპრილის  10 საათიდან 14 აპრილის  18 საათამდე (შაბათ-კვირის გარდა).

კონკურსი გაიმართება 16 აპრილს.

დამატებითი ინფორმაციისათვის საკონტაქტო პირი:
ხათუნა ლომიძე
ტელეფონი +995599959913

მიმაგრებული ფაილი: გადმოწერა