სსიპ სოხუმის ილია ვეკუას ფიზიკა–ტექნიკისინსტიტუტი აცხადებს ღია კონკურსს შემდეგი სამეცნიერო სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი/მთავარი მეცნიერ- თანამშრომლის თანამდებობის დასაკავებლად:
- არატრადიციული ენერგეტიკის ლაბორატორიის ხელმძღვანელი,
- მთავარი მეცნიერ – თანამშრომელი (სრული საშტატო განაკვეთი).
კონკურსის პირობები:
კონკურსანტს უნდა ჰქონდეს:
- დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი;
- ლაბორატორიის მიმართულების შესაბამისი სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის მინიმუმ 6 წლიანი გამოცდილება;
- კონკურსანტი კარგად უნდა ფლობდეს სახელმწიფო ენას და ერთ-ერთ უცხო ენას;
- კონკურსანტი კარგად უნდა ფლობდეს შემდეგ კომპიუტერულ პროგრამებს – Microsoft Office Word, Microsoft Office Excel, ინტერნეტი.
- კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა უნდა წარმოადგინონ / ან მითითებულ ელ-ფოსტაზე (xlomidze@sipt.org.ge) უნდა გამოაგზავნონ
შემდეგი დოკუმენტები:
- განცხადება (განცხადების ფორმა)
- პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
- ავტობიოგრაფია/CV;
- სამეცნიერო ხარისხის დამადასტურებელი დიპლომის ასლი;
- გამოქვეყნებული სამეცნიერო ნაშრომების ჩამონათვალი, ადგილობრივ და საერთაშორისო კონფერენციებში მონაწილეობის დამადასტურებელი მასალები (ბოლო 5 წლის განმავლობაში);
- ერთი სამეცნიერო ნაშრომის სტატიის ასლი, რომელიც განმცხადებლის აზრით უკეთესად წარმოაჩენს მის სამეცნიერო პოტენციალს/კვლევის უნარს;
- ინფორმაცია სახელშეკრულებო (არასაბიუჯეტო) სამუშაოებში მონაწილეობის შესახებ (ბოლო 5 წლის განმავლობაში);
- ინფორმაცია სამეცნიერო გრანტებში მონაწილეობის შესახებ;
- პატენტების, საავტორო მოწმობების, ლიცენზიების, გამოყენების აქტების და სამეცნიერო მოღვაწეობასთან დაკავშირებული სხვა დამადასტურებელი დოკუმენტაციის ჩამონათვალი;
- შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის განვითარების ხედვა;
- შესაბამისი დარგის ორი მეცნიერის საკონტაქტო ინფორმაცია, რომელთაც შეიძლება რეკომენდაცია გაუწიონ კონკურსანტს (სახელი, გვარი, ტელეფონი, ელ-ფოსტა, მისამართი).
საკონკურსო საბუთების მიღება იწარმოებს სსიპ სოხუმის ილია ვეკუას ფიზიკა-ტექნიკის ინსტიტუტში, მისამართზე ქ. თბილისი, ე. მინდელის ქ. 7, ოთახი 629 ან ელექტრონულად ელ-ფოსტაზე: xlomidze@sipt.org.ge 2025 წლის 11 აპრილის 10 საათიდან 14 აპრილის 18 საათამდე (შაბათ-კვირის გარდა).
კონკურსი გაიმართება 16 აპრილს.
დამატებითი ინფორმაციისათვის საკონტაქტო პირი:
ხათუნა ლომიძე
ტელეფონი +995599959913