მასაჟისტი

ბათუმი სრული განაკვეთი Steps Batumi Hotel and Suites
მივლინება: არა
სილამაზე/ესთეტიკური მედიცინა: მასაჟისტი
"STEPS Batumi Hotel & Suites" ახალი აპარტ-სასტუმრო ბათუმში, PREMIUM GROUP-ის მიერ განხორციელდა და გამოირჩევა შესაძლებლობით, როგორც საქმიან ისე დასვენების მიზნით ჩამოსულ სტუმარს მისცეს სრულფასოვანი განთავსების გამოცდილება. 
მრავალფუნქციური კომპლექსი მოიცავს 550 აპარტამენტს, თანამედროვე ბიზნეს ცენტრს,სპა ცენტრს, ღია საცურაო აუზს, ბოტანიკურ ბაღს, რესტორანსა და ბარს.

"STEPS Batumi Hotel & Suites" აცხადებს ვაკანსიას მასაჟისტის პოზიციაზე.

სამუშაო ლოკაცია: ბათუმი

ძირითადი მოვალეობები:
  • სტუმრებისათვის სხეულისა და სახის სხვადასხვა მასაჟის პროცედურების ჩატარება; 
  • პროცედურების დროს ინვენტარისა და პროდუქციის მიზნობრივად და რაციონალურად მოხმარება; 
  • სამუშაო სივრცის მოწესრიგება , ჰიგიენის სტანდარტების დაცვა; 
  • სტუმრების კონსულტაცია პროდუქციისა და პროცედურების შესახებ;
  • პროცედურებისთვის განკუთვნილი მენიუს და გამოყენებული პროდუქციის სრულყოფილი ცოდნა;
  • სტუმრის მომსახურების მაღალი სტანდარტის დაცვა, სტუმრის მოთხოვნებზე დროული რეაგირება; 
  • სპა პროდუქციის ნაშთების კონტროლი;  

საკვალიფიკაციო და დამატებითი მოთხოვნები:
  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება სავალდებულოა;
  • სასტუმროში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად; 
  • უცხო ენების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად; 
  • კომუნიკაციის კარგი უნარები; 

ჩვენ გთავაზობთ:
  • სტაბილურ და განვითარებაზე ორიენტირებულ სამუშაო გარემოს;
  • კონკურენტუნარიან ანაზღაურებას;
  • ჯანმრთელობის დაზღვევას;
  • კვებით უზრუნველყოფას;
  • პროფესიულ განვითარებასა და კარიერული ზრდის შესაძლებლობებს;
  • გუნდურ და მეგობრულ სამუშაო გარემოს;
  • კორპორატიულ ღონისძიებებს და გუნდურ აქტივობებს;
  • თანამედროვე ოფისსა და კომფორტულ სამუშაო პირობებს;
  • კომპანიის პროდუქტებზე/სერვისებზე სპეციალურ შეღავათებს;

თუ აკმაყოფილებთ ჩვენს მოთხოვნებს და გსურთ შემოუერთდეთ "STEPS Batumi Hotel & Suites" პროფესიონალთა გუნდს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე/CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@stepsbatumi.ge  და სათაურის ველში (subject) მიუთითეთ პოზიციის დასახელება მასაჟისტი.

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ გამოცხადებულ ვაკანსიაზე თქვენი რეზიუმეს გამოგზავნით, ეთანხმებით, რომ ზემოხსენებული კომპანია უფლებამოსილია კანონმდებლოთ დადგენილი წესით დაამუშაოს თქვენგან მიღებული პერსონალური ინფორმაცია. აგრეთვე ეთანხმებით, რომ თუ არ მოხდება თქვენი დასაქმება, თქვენს შესახებ პერსონალური მონაცემები შეინახება კომპანიაში ერთი წლის ვადით, დასაქმების შემდგომი შემოთავაზების მიზნით.

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 2025 წლის  10 აპრილი.
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

გისურვებთ წარმატებებს!