ფინანსისტი

თბილისი სრული განაკვეთი აშენდი აგრო საქართველო
მივლინება: არა
განათლება: ბაკალავრი ენები: რუსული
ბუღალტერია/ფინანსები: ფინანსები(ზოგადი), ფინანსური ანალიტიკოსი
კომპანია შპს „აშენდი აგრო საქართველო“ ეძებს გამოცდილ ფინანსისტს, რომელიც პასუხისმგებელი იქნება საწარმოს ფინანსური ოპერაციების მართვაზე, ბიუჯეტირებასა და ფინანსური რისკების ანალიზზე.

ადგილმდებარეობა: ქ.თბილისი, ნ.ხოშარაულის 29
სამუშაო განაკვეთი: 09:00 – 18:00
დასვენების დღეები: შაბათი-კვირა;

მოვალეობები:
  • საწარმოს ფინანსური ანგარიშგებების მომზადება და ანალიზი
  • ბიუჯეტის შედგენა, ხარჯების კონტროლი და ოპტიმიზაცია
  • საგადასახადო ანგარიშგებების მომზადება და წარდგენა
  • საბანკო და საგადასახადო ოპერაციების მართვა
  • ფინანსური რისკების შეფასება და მართვა
  • საწარმოს ფინანსური სტრატეგიის დაგეგმვა და განხორციელება

მოთხოვნები:
  • უმაღლესი განათლება ფინანსებში, ეკონომიკაში ან ბუღალტერიაში
  • მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება  ფინანსისტის პოზიციაზე (სასურველია წარმოებაში)
  • საგადასახადო და ფინანსური კანონმდებლობის ცოდნა
  • Excel-ისა და ბუღალტრული პროგრამების (1C, ORIS, FINA ) ცოდნა
  • რუსული ენის ცოდნა აუცილებელია (წერა, კითხვა, კომუნიკაცია)
  • ანალიტიკური აზროვნება და დეტალებზე ორიენტირებულობა
  • გუნდური მუშაობისა და კომუნიკაციის უნარი

ჩვენ გთავაზობთ:
  • კონკურენტულ ანაზღაურებას
  • პროფესიულ განვითარებასა და ტრენინგებს
  • მეგობრულ და პროფესიულ სამუშაო გარემოს

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ რეზიუმე ფოტოსურათით, ელ-მისამართზე: HR@ashendi.com და სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება „ფინანსისტი“ რეზიუმე დაასათაურეთ თქვენი სახელითა და გვარით.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

შპს „აშენდი აგრო საქართველო “ მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას!