კომპანია შპს „აშენდი აგრო საქართველო“ ეძებს გამოცდილ ფინანსისტს, რომელიც პასუხისმგებელი იქნება საწარმოს ფინანსური ოპერაციების მართვაზე, ბიუჯეტირებასა და ფინანსური რისკების ანალიზზე.
ადგილმდებარეობა: ქ.თბილისი, ნ.ხოშარაულის 29
სამუშაო განაკვეთი: 09:00 – 18:00
დასვენების დღეები: შაბათი-კვირა;
მოვალეობები:
- საწარმოს ფინანსური ანგარიშგებების მომზადება და ანალიზი
- ბიუჯეტის შედგენა, ხარჯების კონტროლი და ოპტიმიზაცია
- საგადასახადო ანგარიშგებების მომზადება და წარდგენა
- საბანკო და საგადასახადო ოპერაციების მართვა
- ფინანსური რისკების შეფასება და მართვა
- საწარმოს ფინანსური სტრატეგიის დაგეგმვა და განხორციელება
მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება ფინანსებში, ეკონომიკაში ან ბუღალტერიაში
- მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება ფინანსისტის პოზიციაზე (სასურველია წარმოებაში)
- საგადასახადო და ფინანსური კანონმდებლობის ცოდნა
- Excel-ისა და ბუღალტრული პროგრამების (1C, ORIS, FINA ) ცოდნა
- რუსული ენის ცოდნა აუცილებელია (წერა, კითხვა, კომუნიკაცია)
- ანალიტიკური აზროვნება და დეტალებზე ორიენტირებულობა
- გუნდური მუშაობისა და კომუნიკაციის უნარი
ჩვენ გთავაზობთ:
- კონკურენტულ ანაზღაურებას
- პროფესიულ განვითარებასა და ტრენინგებს
- მეგობრულ და პროფესიულ სამუშაო გარემოს
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ რეზიუმე ფოტოსურათით, ელ-მისამართზე:
HR@ashendi.com და სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება „ფინანსისტი“ რეზიუმე დაასათაურეთ თქვენი სახელითა და გვარით.
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
შპს „აშენდი აგრო საქართველო “ მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას!