კატეგორიის მენეჯერი ქსელების მიმართულებით

თბილისი სრული განაკვეთი ინტელკომ ჯგუფი
მივლინება: არა ხელფასი: 3000
განათლება: ბაკალავრი ენები: ინგლისური
გაყიდვები: კატეგორიის მენეჯერი
Ubiquiti, MikroTik, Teltonika, Uniview, HiLook, Draka და სხვა წამყვანი მსოფლიო ბრენდების ოფიციალური დისტრიბუტორი საქართველოში -„ინტელკომ ჯგუფი“, აცხადებს ვაკანსიას კატეგორიის მენეჯერის (ქსელების მიმართულებით) პოზიციაზე. 

კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციის გაცნობა შესაძლებელია შემდეგ მისამართზე: https://intellcom.net/ka/company/
ქსელების მიმართულება მოიცავს:
  • LAN/WAN ქსელები;
  • კორპორატიული WiFi;
  • ოპტიკურ-ბოჭკოვანი ქსელები.

ძირითადი მოვალეობები:
  • გაყიდვების და ბაზრის ანალიზი;
  • მარკეტინგული აქტივობების მართვა;
  • მარაგების და პროდუქტების პორტფელის მართვა;
  • მომწოდებლებთან ურთიერთობა;
  • გაყიდვების მხარდაჭერა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • უმაღლესი განათლება ეკონომიკის ან საინფორმაციო ტექნოლოგიების მიმართულებით;
  • მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება IT ინდუსტრიაში / უსაფრთხოების სისტემებში, გაყიდვების მენეჯერის, მარკეტინგის სპეციალისტის, ინჟინრის, PreSales ინჟინრის, კატეგორიის ან ბრენდ მენეჯერის პოზიციაზე;
  • ეფექტური კომუნიკაციის, პრეზენტაციის და მოლაპარაკების უნარები;
  • საოფისე პროგრამების კარგი ცოდნა;
  • ინგლისური ენის ცოდნა (მინიმუმ B2 დონე).

ანაზღაურება და ბენეფიტები:
  • ფიქსირებული ხელფასი: 3000 ლარიდან (დამოკიდებულია კვალიფიკაციასა და გამოცდილებაზე);
  • ჯანმრთელობის დაზღვევა;
  • ადგილობრივი და საერთაშორისო ტრენინგები;
  • მივლინებები ქვეყნის ფარგლებს გარეთ (მომწოდებლებთან შეხვედრები, გამოფენები, კონფერენციები და სხვადასხვა ღონისძიებები);
  • პროფესიული განვითარების და თანამდებობრივი დაწინაურების ხელშეწყობა;
  • რეგულარული კორპორატიული ღონისძიებები.

სამუშაო პირობები:
სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, ტერევერკოს ქ. 42. - "ინტელკომ ჯგუფის" ახალაშენებული, თანამედროვე და სრულად კეთილმოწყობილი ოფისი, სასადილო ოთახით, 25 ადამიანზე გათვლილი საკონფერენციო ოთახით, შეხვედრების ოთახებით, გასართობი და სპორტული სივრცეებით, თანამშრომლებისთვის განკუთვნილი პარკინგით; სამუშაო გარემო: კეთილგანწყობილი და მეგობრული გუნდი; სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 9:00-18:00 (შესვენება 1 საათი); შვებულება: 24 სამუშაო დღე წელიწადში.

დაინტერესებულმა პირებმა საჭიროა CV გამოაგზავნონ ელ. ფოსტაზე vacancy@intellcom.net და გზავნილის თემაში (Subject) მიუთითონ მიმდინარე ვაკანსიის დასახელება - „კატეგორიის მენეჯერი“.

გასაუბრება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

შპს "ინტელკომ ჯგუფის" მიერ გამოცხადებულ წინამდებარე ვაკანსიაზე გამოხმაურების შემთხვევაში, მათ შორის, თქვენი რეზიუმეს [CV] გამოგზავნით, თქვენ: ეთანხმებით, რომ შპს „ინტელკომ ჯგუფი“ უფლებამოსილია, კანონმდებლობით დადგენილი წესით, მიზნობრივად შეზღუდული ვადით დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები; ანიჭებთ შპს „ინტელკომ ჯგუფს“ უფლებას, თქვენი დასაქმების შესახებ უარყოფითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, თქვენგან მიღებული ინფორმაცია, მათ შორის, პერსონალური მონაცემები, შეინახოს და დაამუშაოს მათი მიღებიდან 6 (ექვსი) თვის განმავლობაში, დასაქმების შემდგომი შემოთავაზების მიზნით. დაუსაქმებლობის შემთხვევაში ამ ვადის გასვლისთანავე შპს „ინტელკომ ჯგუფი“ გაანადგურებს თქვენ მიერ გამოგზავნილ რეზიუმეს [CV] და კომპანიაში არსებულ პერსონალურ მონაცემებს.