HH Recruitment (www.HH.ge) ეძებს კანდიდატს, სამშენებლო ქიმიის ბრენდ მენეჯერის პოზიციაზე თბილისში, ერთ-ერთი სამშენებლო მასალების მწარმოებელი კომპანიიისთვის.
ძირითადი მოვალეობები:
- პროდუქტ-მიმართულების განვითარება, გრძელვადიანი სტრატეგიის შემუშავება
- მიმართულების ბიუჯეტის დაგეგმვა, შესრულების კონტროლი
- ბაზრის მოცულობის, დინამიკის, პოტენციალის, მოთხოვნების შესწავლა და ანალიზი
- მომწოდებლებთან კომუნიკაცია/მოლაპარაკებების წარმოება, ალტერნატივის მოძიება
- ადგილობრივ და საერთაშორისო ღონისძიებებზე დასწრება და მონაწილეობის მიღება
- არსებული პროდუქტ-ჯგუფების კატეგორიზაცია, ოპტიმიზაცია და ახალი პოზიციებით შევსება
ძირითადი მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება ბიზნეს ადმინისტრირების მიმართულებით
- 2-3 წლიანი სამუშაო გამოცდილება ბრენდ მენეჯერის ან პროდუქტ ჯგუფის მენეჯერის პოზიციაზე სამშენებლო მასალების კომპანიაში
- ინგლისური და რუსული ენების ცოდნა
დამატებითი ინფორმაცია:
- სამუშაო განრიგი: ორშაბათი-პარასკევი; 09:00-18:00
- კომპანია უზრუნველყოფს სამედიცინო დაზღვევას და კომპანიის ავტომობილს
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ რეზიუმე (CV) მითითებულ მეილზე: Recruitment13@hh.ge