საქართველოს უნივერსიტეტის Start Up Factory გთავაზობთ გახდეთ კომუნიკაციების მენეჯერი UG-ში.
ჩვენი ხედვა:
ვის ვეძებთ:
პასუხისმგებლობები:
რა უნარები იქნება საჭირო აპლიკანტისთვის?
რას გთავაზობთ:
ანაზღაურება და სამუშაო გრაფიკი:
აპლიკაციის პროცესი:
ელექტრონული ფოსტა: p.chkoidze@ug.edu.ge
აპლიკაციების გამოგზავნის ბოლო ვადა: 14 მარტი, 2025
ჩვენი ხედვა:
- სტარტაპ ფექთორიში გვჯერა რომ სტუდენტებს სუპერძალები გაქვთ და თანმიმდევრული მუშაობით ყველაფრის მიღწევა შეგიძლიათ, რასაც მიზნად დაისახავთ და დროს დაუთმობთ. სწორედ ამიტომ, ჩვენი მიზანია შევქმნათ ისეთი გარემო სადაც ადამიანები:
- აღმოაჩენენ საკუთარ თავსა და ტალანტებს
- აღმოაჩენენ ერთმანეთს და შეძლებენ ერთად მუშაობს
- მუდმივად იმუშავებენ საკუთარი თავისა და ერთმანეთის გაუმჯობესებაზე
- განვითარდებიან, მიიღებენ და გააზიარებენ ცოდნასა და უნარებს
- მიაღწევენ და გააზიარებენ წარმატებებს
ვის ვეძებთ:
- შემოქმედებით და ორგანიზებულ ადამიანს, რომლის მთავარი საზრუნავიც - სტარტაპ ფექთორის კომუნიკაციის განვითარებაა
პასუხისმგებლობები:
- Facebook, Instagram და LinkedIn გვერდების ადმინისტრირება
- პოსტების დაგეგმვა, მომზადება, განთავსება და მონიტორინგი
- სოც. ქსელებისთვის შესაბამისი ტექსტების (ქოფირაითინგის) დაწერა (Facebook, Instagram, LinkedIn)
- შეტყობინებებზე და კომენტარებზე პასუხის გაცემა
- Ads Manager-ის საშუალო დონეზე ფლობა და გამოყენება
- სარეკლამო კამპანიების ანალიტიკა და რეპორტინგი
რა უნარები იქნება საჭირო აპლიკანტისთვის?
- დროის ეფექტური მართვის უნარი
- სოციალური მედიის პლატფორმების ცოდნა (Facebook, Instagram, YouTube, TikTok, LinkedIn)
- გამართული წერილობითი და ვერბალური კომუნიკაციის უნარი
- საოფისე პროგრამებთან მუშაობის უნარი
- ინგლისური ენის ცოდნა
- კრიტიკული აზროვნების უნარი
- განვითარების და ახალი ცოდნის მიღების სურვილი
- ინტერესის ქონა მეწარმეობისა და ბიზნესის თემატიკის მიმართ
რას გთავაზობთ:
- მოქნილ სამუშაო გრაფიკს
- ყოველდღიურ საქმიანობაში მხარდაჭერას და მენტორობას
- სწავლის, განვითარებისა და ნეთვორქინგის უნიკალურ შესაძლებლობებს
- პროფესიული ზრდის შესაძლებლობას
- საინტერესო და გამოწვევებით სავსე საქმიანობას
- მეგობრულ და სასიამოვნო სამუშაო გარემოს
- ენერგიითა და მოტივაციით სავსე გუნდში მუშაობის შესაძლებლობას
- სასწავლო და სხვა პროექტებში ჩართვის შესაძლებლობას
ანაზღაურება და სამუშაო გრაფიკი:
- ნახევარი განაკვეთი, კვირაში 20 საათი
- გამოსაცდელი ვადა: 3 თვე, 450-500 ლარი, გამოსაცდელი ვადის შემდგომ 700-800 ლარი
აპლიკაციის პროცესი:
- თუ თვლი რომ ფლობ საჭირო უნარებს და გაქვს სურვილი:
- გამოგვიგზავნე CV
- მოკლედ გაგვიზიარე შენი ხედვა - შენი აზრით, რა იქნება მთავარი გამოწვევა ამ პოზიციისთვის ყოველდღიურ საქმიანობაში და შემოგვთავაზე ამ გამოწვევასთან გამკლავების შენეული ვერსია (250-500 სიტყვა)
- მოკლე ვიდეო, რომელშიც მოგვიყვები შენზე და სტარტაპ ფექთორის კომუნიკაციის სტრატეგიის შენეულ ხედვაზე
ელექტრონული ფოსტა: p.chkoidze@ug.edu.ge
აპლიკაციების გამოგზავნის ბოლო ვადა: 14 მარტი, 2025