"Wegroup"-ი საქართველოში 15 წელია მოღვაწეობს სამკაულების და აქსესუარების სექტორში, მაღაზიების ქსელით "MANDARINA" და "REDBERRY", რომელიც ოფიციალური წარმომადგენელია საერთაშორისო ბრენდების "SOKOLOV", "Uneaerre", "NOMINATION", "Nature Bijoux", "Ori Tao". კომპანია თავისი არსებობის განმავლობაში მუდმივად ფართოვდება და აძლიერებს ახალ მიმართულებებს.
დამატებითი ინფორმაცია კომპანიის შესახებ:
ჩვენ მზარდ გუნდში ვეძებთ ენერგიით და ენთუზიაზმით აღსავსე ადამიანს მომხმარებელთან კომუნიკაციის სპეციალისტის პოზიციაზე.
ჩვენთან თანამშრომლობის უპირატესობები:
- პროფესიული ზრდის და დაწინაურების შესაძლებლობა
- სამედიცინო დაზღვევა
- შვებულება გამოსაცდელი პერიოდის წარმატებით გავლის შემდეგ
- საზოგადოებრივი ტრანსპორტის სამგზავრო ბარათით უზრუნველყოფა
- კორპორატიული ფასდაკლება MANDARINA და REDBERRY ის ბრენდულ პროდუქციაზე
- ჯანსაღი სამუშაო გარემო
სამუშაო საათები: 10:00 – 19:00
სამუშაო ადგილი: ნუცუბიძის ქუჩა.
ძირითადი მოვალეობები:
- სატელეფონო ზარებზე, შეტყობინებებსა და კომენტარებზე პასუხი
- მომხმარებლისთვის ინფორმაციის მიწოდება კომპანიის პროდუქტებისა და მომსახურების შესახებ
- მომხმარებლის პრობლემის იდენტიფიცირება და სათანადო გადაწყვეტის მოძიება
- ზარების გადამისამართება შესაბამის განყოფილებებთან
- პროდუქციის მარაგების, განვადებების და შეკვეთების გადამოწმება
- მომხმარებლის კმაყოფილების კვლევებისა და გამოკითხვების ჩატარება
- ონლაინ შეკვეთების პროგრამული ასახვა, გადამოწმება და მიტანის ორგანიზება
- ონლაინ ვებგვერდის ხარვეზების იდენტიფიცირება და დეველოპერთან კომუნიკაცია
- გაყიდვების ყოველდღიური ანგარიშების წარმოება
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- გამართული წერილობითი და ვერბალური კომუნიკაციის უნარი
- უცხო ენების ცოდნა (რუსული ან/და ინგლისური)
- მსგავს ან მომიჯნავე პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება - აუცილებელია
- პასუხისმგებლობის მაღალი გძნობა
თუ აკმაყოფილებთ ზემოთ მოყვანილ მოთხოვნებს გთხოვთ გაიაროთ მარტივი რეგისტრაცია ბმულზე: https://shorturl.at/CfS8W
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
გისურვებთ წარმატებას!
თქვენს მიერ CV გადმოგზავნით, რომელიც შეიცავს პირად მონაცემებს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, გამოხატავთ თანხმობას იმის შესახებ, რომ კომპანიას შეუძლია თქვენი პირადი ინფორმაციის შენახვა.