სს "ოპპა", რომელიც ოპერირებს Paybox-ის ბრენდის სახელწოდებით, საქართველოს ფინანსურ ტექნოლოგიურ ბაზარზე 2007 წლიდან საქმიანობს და ყოველდღიურად 350 000-მდე მომხმარებელს ემსახურება. ფლობს თვითმომსახურების სწრაფი გადახდის ტერმინალებს, რომელთა საშუალებითაც 8500 -მდე გადახდის წერტილს ფარავს მთელი ქვეყნის მასშტაბით და 1000-მდე სერვისის გადახდაა შესაძლებელი. კომპანიაში 200-ზე მეტი თანამშრომელია დასაქმებული.
ახალი პარტნიორების მოძიება და ჩართვა, არსებულ პარტნიორებთან კომუნიკაცია ბრუნვების ზრდის მიზნით, ალტერნატიული გაყიდვების არხების ათვისება.
PayBox აცხადებს ვაკანსიას კორპორატიული გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე
რას გააკეთებ:
- ახალი პარტნიორების მოძიება;
- ახალი პარტნიორების სერვისების ინტეგრაციის პროცესის მონიტორინგი;
- პოტენციური პარტნიორების ბაზების ფორმირება;
- სწრაფი გადახდის ტერმინალის კატეგორიების ზრდასა და განვითარებაზე ორიენტირება;
- კონკურენტული ბაზრის კვლევა და ახალი შესაძლებლობების იდენტიფიცირება;
- არსებულ პარტნიორებთან მუდმივი კომუნიკაცია;
- Upselling პროექტების ინიცირება;
- არსებული პარტნიორებთან B2B პროექტების დაგეგმვა და აღსრულება, მარკეტინგული პროექტების მენეჯერთან ერთად;
- ალტერნატიული გაყიდვების მიმართულებით მუშაობა;
- კომპანიისთვის კომერციულად მომგებიანი საკითხების ანალიტიკა;
- პოტენციურ პარტნიორებთან ცივი ზარების განხორციელება და შეხვედრები;
- მოლაპარაკების პორტფოლიოს მართვა;
- ყოველკვირეული რეპორტინგი (კონვერსიების გამოთვლა).
მნიშვნელოვანია:
- კორპორატიული გაყიდვების სფეროში მუშაობის გამოცდილება;
- ანალიტიკური მონაცემების გაანალიზების და შესაბამისი სამოქმედი გეგმის შედგენის გამოცდილება;
- B2B პროექტებზე მუშაობის გამოცდილება
- B2B გაყიდვების მიმართულებით გამოცდილება.
პიროვნული უნარები:
- დაგეგმვისა და პრიორიტეტიზაციის უნარები;
- ეფექტური კომუნიკაციის უნარები;
- კომერციული ხედვა (Able to see the big picture);
- ძლიერი ანალიტიკური უნარები;
- ინიციატივიანი;
- თვითმოტივირების უნარები;
- კრეატიულობა (Think outside the box);
- განვითარებაზე ორიენტირებულობა;
- ენერგიულობა;
- ერთდროულად რამოდენიმე მოლაპარაკების წარმოების უნარი;
- დროის მართვა.
თუ დაგაინტერესა ჩვენს გუნდში ამ პოზიციამ, გამოგვიგზავნე რეზიუმე შემდეგ მისამართზე: career@paybox.ge და სათაურის ველში მიუთითე პოზიციის დასახელება, რომელზეც აგზავნი განაცხადს.
გაცნობებთ, რომ რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ აცხადებთ თანხმობას სს "ოპპა"- მ დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები ვაკანსიასთან შესაბამისობის დადგენის მიზნით. ამასთან დამსაქმებელმა შესაძლებელია თქვენი მონაცემი შეინახოს და თავსებადობის შემთხვევაში განიხილოს სხვა ვაკანტურ პოზიციაზეც. სს "ოპპას" შერჩევის პროცესი თავისუფალია ყველა სახის დისკრიმინაციისგან, ითვალისწინებს და
აკმაყოფილებს პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპებს და მოქმედებს დისკრიმინაციის აკრძალვის ფარგლებში. გამოხატული დისკრიმინაციის შემთხვევაში შეგიძლია მოგვმართოთ ცხელ ხაზზე: +995 322 303 308.