ღია კონკურსი კომპიუტერული მეცნიერების და კიბერუსაფრთხოების მიმართულებით

მივლინება: არა
მეცნიერება/განათლება: პროფესორი, უნივერსიტეტი
საქართველოს საპატრიარქოს წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტი აცხადებს ღია კონკურსს კომპიუტერული მეცნიერების და კიბერუსაფრთხოების მიმართულებით პროფესორის ორ და ასოცირებული პროფესორის ორ აკადემიურ თანამდებობაზე (აფილირების პირობით);

კონკურსში მონაწილეთა მიერ დოკუმენტაციის წარმოდგენის და მათი რეგისტრაციის ვადა: 2025 წლის 7 და 8 აპრილი. მისამართი: ქ. თბილისი, ილია ჭავჭავაძის გამზირი № 53ა, საქმისწარმოებისა და ადამიანური რესურსების მართვის სამსახურში, პირველი კორპუსი (ოთახი N104), 11:00 საათიდან - 17:00 საათამდე.

საკონკურსო კომისია უფლებამოსილია კონკურსის ჩატარება განახორციელოს (კონკურსანტთა მიერ წარმოდგენილი განცხადებების განხილვა, კონკურსანტთა შეფასება და გადაწყვეტილების მიღება) 2025 წლის 9 აპრილიდან, ხოლო  შედეგები წარმოადგინოს არაუგვიანეს 17 აპრილისა.

1. პროფესორის აკადემიური ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად განსაზღვრული საკანონმდებლო მოთხოვნაა დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი და სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ 6 წლის გამოცდილება.

თითოეულ აკადემიურ თანამდებობაზე კანდიდატთა მონაცემების განხილვისას მხედველობაში მიიღება კანდიდატის მიღწევები საგანმანათლებლო და სამეცნიერო-კვლევითი მიმართულებით, რაც შესაძლებელია შეფასდეს და დადასტურდეს შემდეგით:
  • სამეცნიერო ნაშრომები, სამეცნიერო სტიპენდიები და გრანტები, მიღებული ბოლო 5 წლის განმავლობაში და სხვა სამეცნიერო აქტივობები;
  • სამეცნიერო კონფერენციებსა და პროფესიული განვითარების ღონისძიებებში მონაწილეობა ბოლო 5 წლის განმავლობაში;
  • საერთაშორისო თანამშრომლობა და საქმიანობა აკადემიური და სამეცნიერო-კვლევითი მიმართულებით;
  • პროფესორის და ასოცირებული პროფესორის შემთხვევაში, უნივერსიტეტში შესაბამისი პროგრამული მიმართულების განვითარების ხედვა.
  • სილაბუსი/სილაბუსები (ფასდება მისი შინაარსის, სწავლის შედეგებისა და მათი მიღწევის მეთოდების ადეკვატურობით). კონკურსის მიზნებისთვის კონკურსანტმა უნდა წარმოადგინოს არა უმეტეს სამი სილაბუსი;
  • სამეცნიერო ნაშრომი/პროექტი/კვლევა, რომელიც, კონკურსანტის აზრით, უკეთ წარმოაჩენს მის სამეცნიერო პოტენციალს;
  • კონკრეტული ვაკანტური თანამდებობისთვის განსაზღვრული სხვა სპეციფიკური მოთხოვნები.

2. ასოცირებული პროფესორის აკადემიური ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად განსაზღვრული სკანონმდებლო მოთხოვნები:
  • ასოცირებული პროფესორის  აკადემიური ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად განსაზღვრული საკანონმდებლო მოთხოვნაა დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი და სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ 3 წლის გამოცდილება.

თითოეულ აკადემიურ თანამდებობაზე კანდიდატთა მონაცემების განხილვისას მხედველობაში მიიღება კანდიდატის მიღწევები საგანმანათლებლო და სამეცნიერო-კვლევითი მიმართულებით, რაც შესაძლებელია შეფასდეს და დადასტურდეს შემდეგით:
  • სამეცნიერო ნაშრომები, სამეცნიერო სტიპენდიები და გრანტები, მიღებული ბოლო 5 წლის განმავლობაში და სხვა სამეცნიერო აქტივობები;
  • სამეცნიერო კონფერენციებსა და პროფესიული განვითარების ღონისძიებებში მონაწილეობა ბოლო 5 წლის განმავლობაში;
  • საერთაშორისო თანამშრომლობა და საქმიანობა აკადემიური და სამეცნიერო-კვლევითი მიმართულებით;
  • პროფესორის და ასოცირებული პროფესორის შემთხვევაში, უნივერსიტეტში შესაბამისი პროგრამული მიმართულების განვითარების ხედვა.
  • სილაბუსი/სილაბუსები (ფასდება მისი შინაარსის, სწავლის შედეგებისა და მათი მიღწევის მეთოდების ადეკვატურობით). კონკურსის მიზნებისთვის კონკურსანტმა უნდა წარმოადგინოს არა უმეტეს სამი სილაბუსი;
  • სამეცნიერო ნაშრომი/პროექტი/კვლევა, რომელიც, კონკურსანტის აზრით, უკეთ წარმოაჩენს მის სამეცნიერო პოტენციალს;
  • კონკრეტული ვაკანტური თანამდებობისთვის განსაზღვრული სხვა სპეციფიკური მოთხოვნები. 

3. პროფესიული ნიშნით პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად განსაზღვრულია შემდეგი სავალდებულო მოთხოვნები:
  • უნდა ჰქონდეს არანაკლებ მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი და უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში პედაგოგიური საქმიანობის განხორციელების არანაკლებ 6 წლიანი გამოცდილება;
  • უნდა ჰქონდეს საკონკურსო ვაკანტური თანამდებობისათვის გათვალისწინებულ შესაბამის დარგში წამყვან თანამდებობაზე მუშაობის ან/და დარგის შესაბამისი სპეციფიკური სამუშაოს შესრულების არანაკლებ 5 წლიანი გამოცდილება;
  • შესაბამისი მიმართულებით განხორციელებული სამეცნიერო ან/და პრაქტიკული ხასიათის პროექტი/პროექტები ან/და გამოქვეყნებული სამეცნიერო პუბლიკაცია/პუბლიკაციები;
  • უნდა ჰქონდეს უნივერსიტეტში შესაბამისი პროგრამული მიმართულების განვითარების ხედვა;
  • უნდა აკმაყოფილებდეს რექტორის ბრძანებით კონკრეტული ვაკანტური თანამდებობისათვის განსაზღვრულ სხვა სპეციფიკურ მოთხოვნებს (ასეთის არსებობის შემთხვევაში).
 
4. პროფესიული ნიშნით ასოცირებული პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად განსაზღვრულია შემდეგი სავალდებულო მოთხოვნები:
  • უნდა ჰქონდეს არანაკლებ მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი და უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში პედაგოგიური საქმიანობის განხორციელების არანაკლებ 3 წლიანი გამოცდილება;
  • უნდა ჰქონდეს საკონკურსო ვაკანტური თანამდებობისათვის გათვალისწინებულ შესაბამის დარგში წამყვან თანამდებობაზე მუშაობის ან/და დარგის შესაბამისი სპეციფიკური სამუშაოს შესრულების არანაკლებ 5 წლიანი გამოცდილება;
  • სასურველია, შესაბამისი მიმართულებით განხორციელებული ჰქონდეს სამეცნიერო ან/და პრაქტიკული ხასიათის პროექტი/პროექტები ან/და გამოქვეყნებული სამეცნიერო პუბლიკაცია/პუბლიკაციები;
  • უნდა ჰქონდეს უნივერსიტეტში შესაბამისი პროგრამული მიმართულების განვითარების ხედვა;
  • უნდა აკმაყოფილებდეს რექტორის წინამდებარე ბრძანებით კონკრეტული ვაკანტური თანამდებობისათვის განსაზღვრულ სხვა სპეციფიკურ მოთხოვნებს.

5. როგორც აკადემიური, ასევე პროფესიული ნიშნით განსაზღვრულია დამატებითი საუნივერსიტეტო (სპეციფიკური) მოთხოვნები:

პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად:
  • უცხოეთის უმაღლეს სასწავლებელში მიღებული განათლება
  • ინფორმაციის და კომუნიკაციის ტექნოლოგიების სფეროს საფუძვლიანი ცოდნა
  • სასწავლო დაწესებულებებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან მუშაობის გამოცდილება
  • ფონდების მოძიების მიმართულებით გამოცდილება
  • საერთაშორისო პროექტებში/პროგრამებში მონაწილეობის გამოცდილება
  • ინგლისური ენის სრულყოფილი ცოდნა (არანაკლებ B2 დონე).
 
ასოცირებული პროფესორის აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად:
  • ინფორმაციის და კომუნიკაციის ტექნოლოგიების სფეროს საფუძვლიანი ცოდნა
  • სასწავლო დაწესებულებებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან მუშაობის გამოცდილება
  • სწავლება-სწავლის და შეფასების თანამედროვე მეთოდების ცოდნა
  • სასწავლო პროგრამების დაგეგმვის, შემუშავების და სწავლების გამოცდილება
  • საერთაშორისო სასწავლო პროექტებში/პროგრამებში მონაწილეობის გამოცდილება
  • ინგლისური ენის სრულყოფილი ცოდნა (არანაკლებ B2 დონე). 

ამავდროულად აკადემიურ პერსონალს უნდა გააჩნდეს ინტერპერსონალური (ინიციატივის გამოვლენა; თანამშრომლობა; მხარდაჭერა; მოლაპარაკება; დარწმუნება; გავლენა; მოტივირება;  ლიდერობა), ეფექტური კომუნიკაციის, გუნდური მუშაობის და მართვის უნარები.

საკონკურსოდ წარმოსადგენი დოკუმენტაცია:
  • შევსებული განცხადება საკონკურსო კომისიის სახელზე;
  • ავტობიოგრაფია-CV, (ელექტრონული და ბეჭდვითი ფორმით);
  • შევსებული კონკურსანტის ანკეტა (ელექტრონული და ბეჭდვითი ფორმით);
  • პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
  • ერთი ფოტოსურათი, ზომით 3×4;
  • შესაბამისი აკადემიური ხარისხის მინიჭების დამადასტურებელი დოკუმენტის/დოკუმენტების ასლები ნოტარიულად დამოწმებული; (ელექტრონული და ბეჭდვითი ფორმით)
  • სტიპენდიების, გრანტების, სხვა სამეცნიერო აქტივობების დამადასტურებელი დოკუმენტაცია;(ბოლო 5 წლის)
  • კონფერენციებსა და პროფესიული განვითარების ღონისძიებებში მონაწილეობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია; (ბოლო 5 წლის)
  • შესაბამისი მიმართულებით საერთაშორისო თანამშრომლობისა და საქმიანობის შესახებ დამადასტურებელი დოკუმენტაცია;
  • შესაბამისი პროგრამული მიმართულების განვითარების ხედვა;
  • სილაბუსი/სილაბუსები (ფასდება მისი შინაარსის, სწავლის შედეგებისა და მათი მიღწევის მეთოდების ადეკვატურობით). კონკურსის მიზნებისთვის კონკურსანტმა უნდა წარმოადგინოს არა უმეტეს სამი სილაბუსი;
  • სამეცნიერო ნაშრომი/პროექტი/კვლევა;
  • შესაბამის დარგში მუშაობის გამოცდილების შესახებ დოკუმენტაცია, ან/და ავტორიზებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში პედაგოგიური საქმანობის განხორციელების შესახებ დოკუმენტაცია, ან სამეცნიერო თუ პრაქტიკული ხასიათის კვლევით პროექტში ჩართულობის გამოცდილების შესახებ დოკუმენტაცია, ან გამოქვეყნებული სამეცნიერო პუბლიკაციები.
  • უცხო ენის ცოდნის დამადასტურებელი სერთიფიკატი;(არსებობის შემთხვევაში)
  • დამატებითი (სპეციფიკური) მოთხოვნების შეასაბამისი დამადასტურებელი დოკუმენტაცია;
  • უცხოეთში მიღებული განათლების/კვალიფიკაციის დამადასტურებელ დოკუმენტებს (ასეთის არსებობის შემთხვევაში) თან უნდა ახლდეს ნოტარიულად დამოწმებული ქართულენოვანი თარგმანი და სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების დოკუმენტი;
  • შესაბამისი უფლებამოსილი ორგანოდან წარმოდგენილი ცნობა ნასამართლობის შესახებ და ასევე, ცნობა უფლების ჩამორთმევის შესახებ.
 
მიმაგრებული დოკუმენტაცია: 
კონკურსანტის ანკეტა
კონკურსანტის განცხადება
კონკურსის ჩატარების წესი

დაინტერესებულ კანდიდატებს შეგიძლიათ ინფორმაცია იხილოთ ბმულზე:  https://sangu.edu.ge/index.php?m=325&news_id=1550&lng=geo
მიმაგრებული ფაილი: გადმოწერა