ებრაელთა გამავრცელებელი კომიტეტი ,, ჯოინთი''
მარკეტინგული კვლევა
კომპანიის შესარჩევად ორგანიზაციის ააიპ-ის ფინანსური და ბუღალტრული/სააღრიცხვო ანგარიშების გარე აუდიტორული შემოწმებისათვის.
კვლევის საგანი/მიზანი:
- კვლევის მიზანია, შეარჩიოს კომპანია გარე აუდიტორული შემოწმების ჩასატარებლად, მოქმედი კანონმდებლობისა და წესების (სტანდარტების) შესაბამისად, რომლებიც არეგულირებენ აუდიტორულ საქმიანობას. (საქართველო)
- საჭირო/მოთხოვნილი მომსახურების/სერვისების აღწერა:
- მომსახურების მიწოდების ფარგლებში, სავალდებულოა გატარდეს შემდეგი ბუღალტრული და საგადასახადო აღრიცხვის შემოწმება:
- შიდა კონტროლის სისტემის ანალიზი, მოხსენების დამახინჯების შესაძლებლობის შემოწმება, ორგანიზაციის აღჭურვილობის/რესურსების მითვისების ჩათლით.
- იურიდიული ასპექტების ანალიზი, უფრო კონკრეტულად კი: ადგილობრივი კანონმდებლობის მოთხოვნების შესაბამისობა, სრული ინფორმაციის წარდგენა/მიწოდება სასამართლო სარჩელების შესახებ, რომლებშიც წარმომადგენლობა მონაწილეობს და ა.შ.
- ანგარიშგების/აღრიცხვების პოლიტიკის ანალიზი - ბუღალტრული და საგადასახადო.
- შესაძლო საგადასახადო რისკების ანალიზი და რეკომენდაციები მათი მინიმალიზაციისათვის.
- ბუღალტრული და საგადასახადო აღრიცხევბის/ანგარიშების შეყვანა/წარმოების სისწორის შემოწმება. ძირითადი დოკუმენტაციის ხელმისაწვდომობა და სათანადო შესრულება, რომელიც ადასტურებს საბუღალტრო აღრიცხვას შემდეგ ძირითად სფეროებში:
- ფულადი სახსრების აღწერა;
- საკასო/ფულადი ოპერაციების წარმოება;
- ძირითადი საშუალებების/აქტივების აღრიცხვა;
- მიზნობრივი დაფინანსების ხარჯვა;
- მიღებული რესურსების/სახსრების აღრიცხვის სისწორე;
- დებიტორულ და საკრედიტო დავალიანებათა აღრიცხვა;
- აქციების/დანაზოგებისა და მასალების აღრიცხვა;
- შრომისა და ხელფასების აღრიცხვა.
- საგადასახადო ორგანოებთან ანგარიშგების სისწორის შემოწმება, სოცილაური გადასახადების გაანგარიშების/დარიცხვის შესახებ, პირადი საშემოსავლო გადასახადი, დღგ, ქონების გადასახადი, მიწის გადასახადი და ნებისმიერი სხვა გადასახადი მოქმედი კანონის შესაბამისად;
- აუდიტის შედეგების საფუძველზე, აუცილებელია დეტალური ანგარიშის წარდგენა ჩატარებული შემოწმების შესახებ, გამოვლენილი შეუსაბამომებისა და მათ აღმოსაფხვრელად რეკომენდაციების შესახებ.
დეტალური ინფორმაციის მისაღებად დაინტერესებული კომპანიებისთვის
საკონტაქტო პირი- ქ-ნი თეა გოისაშვილი +995 557 244 114 teago@jdc.org
გთხოვთ დარეკოთ სამუშაო დღეებში 10:00 დან 18:00 მდე