ტენდერი-ორგანიზაციის ააიპ-ის ფინანსური და ბუღალტრული/სააღრიცხვო ანგარიშების გარე აუდიტორული შემოწმებისათვის
თარიღები: 05 მარ - 03 აპრ
მდებარეობა: თბილისი
მივლინება: არა
ტენდერი/კონკურსი:  ტენდერი
ელ.ფოსტა გამოხმაურებისთვის: teago@jdc.org
ტელეფონი გამოხმაურებისთვის: +995 557 244 114
ებრაელთა გამავრცელებელი კომიტეტი ,, ჯოინთი''
მარკეტინგული კვლევა
კომპანიის შესარჩევად ორგანიზაციის ააიპ-ის ფინანსური და ბუღალტრული/სააღრიცხვო ანგარიშების გარე აუდიტორული შემოწმებისათვის.

კვლევის საგანი/მიზანი:
  • კვლევის მიზანია, შეარჩიოს კომპანია გარე აუდიტორული შემოწმების ჩასატარებლად, მოქმედი კანონმდებლობისა და წესების (სტანდარტების) შესაბამისად, რომლებიც არეგულირებენ აუდიტორულ საქმიანობას. (საქართველო)
  • საჭირო/მოთხოვნილი მომსახურების/სერვისების აღწერა:
  • მომსახურების მიწოდების ფარგლებში, სავალდებულოა გატარდეს შემდეგი ბუღალტრული და საგადასახადო აღრიცხვის შემოწმება:
  • შიდა კონტროლის სისტემის ანალიზი, მოხსენების დამახინჯების შესაძლებლობის შემოწმება, ორგანიზაციის აღჭურვილობის/რესურსების მითვისების ჩათლით.
  • იურიდიული ასპექტების ანალიზი, უფრო კონკრეტულად კი: ადგილობრივი კანონმდებლობის მოთხოვნების შესაბამისობა, სრული ინფორმაციის წარდგენა/მიწოდება სასამართლო სარჩელების შესახებ, რომლებშიც წარმომადგენლობა მონაწილეობს და ა.შ.
  • ანგარიშგების/აღრიცხვების პოლიტიკის ანალიზი - ბუღალტრული და საგადასახადო.
  • შესაძლო საგადასახადო რისკების ანალიზი და რეკომენდაციები მათი მინიმალიზაციისათვის.
  • ბუღალტრული და საგადასახადო აღრიცხევბის/ანგარიშების შეყვანა/წარმოების  სისწორის შემოწმება. ძირითადი დოკუმენტაციის ხელმისაწვდომობა და სათანადო შესრულება, რომელიც ადასტურებს საბუღალტრო აღრიცხვას შემდეგ ძირითად სფეროებში:
  • ფულადი სახსრების აღწერა;
  • საკასო/ფულადი ოპერაციების წარმოება;
  • ძირითადი საშუალებების/აქტივების აღრიცხვა;
  • მიზნობრივი დაფინანსების ხარჯვა;
  • მიღებული რესურსების/სახსრების აღრიცხვის სისწორე;
  • დებიტორულ და საკრედიტო დავალიანებათა აღრიცხვა;
  • აქციების/დანაზოგებისა და მასალების აღრიცხვა;
  • შრომისა და ხელფასების აღრიცხვა.
  • საგადასახადო ორგანოებთან ანგარიშგების სისწორის შემოწმება, სოცილაური გადასახადების გაანგარიშების/დარიცხვის შესახებ, პირადი საშემოსავლო გადასახადი, დღგ, ქონების გადასახადი, მიწის გადასახადი და ნებისმიერი სხვა გადასახადი მოქმედი კანონის შესაბამისად;
  • აუდიტის შედეგების საფუძველზე, აუცილებელია დეტალური ანგარიშის წარდგენა ჩატარებული შემოწმების შესახებ, გამოვლენილი შეუსაბამომებისა და მათ აღმოსაფხვრელად რეკომენდაციების შესახებ.

დეტალური ინფორმაციის მისაღებად დაინტერესებული კომპანიებისთვის
საკონტაქტო პირი- ქ-ნი თეა გოისაშვილი +995 557 244 114    teago@jdc.org
გთხოვთ დარეკოთ სამუშაო დღეებში 10:00 დან 18:00 მდე