ბუღალტერი

თბილისი სრული განაკვეთი ბლექ სი პეტროლიუმ
მივლინება: არა
ენები: რუსული
ბუღალტერია/ფინანსები: ბუღალტერი (ზოგადი)
კომპანია „ბლექ სი პეტროლიუმი“ აცხადებს ვაკანსიას ბუღალტრის პოზიციაზე თბილისში.

„ბლექ სი პეტროლიუმი“ საქართველოში პირველ სრული ციკლის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანაა. ამ ეტაპზე შპს „ბლექ სი პეტროლიუმი“ სოფელ ყულევში ახორციელებს ნავთობგადამამუშავებელი საწარმოს მშენებლობას, რომლის გაშვება იგეგმება 2025 წლის გაზაფხულიდან.

„ბლექ სი პეტროლიუმი“ აქტიური დამსაქმებელია საქართველოს შრომით ბაზარზე და აქტიურად ზრუნავს თანამშრომელთა განვითარებაზე.

ჩვენთან დასაქმების შემთხვევაში გთავაზობთ:
ჯანმრთელობის დაზღვევას;
მეგობრულ გუნდს;
სრულ მხარდაჭერასა და განვითარების შესაძლებლობას.

ძირითადი მოვალეობები:
  • ყოველდღიური ბუღალტრული დოკუმენტაციის და ოპერაციების წარმოება;
  • დოკუმენტების აღრიცხვა ბუღალტრულ პროგრამაში( შესყიდვები, გაყიდვები, ხარჯები და სხვა);
  • სასაქონლო-მატერიალური მარაგებისა და ძირითადი საშუალებების აღრიცხვა;
  • დებიტორული/კრედიტორული დავალიანებების/ანგარიშების კონტროლი;
  • Rs.ge-ზე მუშაობა;
  • პირველადი დოკუმენტაციის მომზადება (ანგარიშ-ფაქტურები, ზედნადებები, ინვოისები, მიღება-ჩაბარების აქტები),
  • ხელშეკრულებების ადმინისტრირება;
  • სხვა, მთავარი ბუღალტრის მიერ დავალებული ოპერაციების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • ბუღალტრული აღრიცხვის სრულყოფილი ცოდნა;
  • საქართველოს საგადასახადო კოდექსის ცოდნა;
  • საოფისე და საბუღალტრო პროგრამების სრულყოფილად ცოდნა;
  • მსგავსი მიმართულებით მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება;
  • აუცილებელია იმპორტ-ექსპორტის ან წარმოების სფეროში გამოცდილება;
  • რუსული ენის ცოდნა (საკომუნიკაციო დონეზე)

მისამართი: ქ. თბილისი ჭაბუა ამირეჯიბის 2 (მზიურის ბიზნეს ცენტრი)

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ 2025 წლის 04 აპრილის ჩათვლით გამოაგზავნოთ CV ელექტრონულ მისამართზე : HR@bsp.com.ge და სათაურის ველში (subject) მიუთითეთ პოზიციის დასახელება.
გასაუბრება ჩატარდება შერჩეულ კანდიდატებთან.

შენიშვნა: პირის მიერ ავტობიოგრაფიის (CV) გამოგზავნა გულისხმობს მის მიერ პერსონალური მონაცემების დამსაქმებლისათვის გადაცემას და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე. ავტობიოგრაფიაში მითითებული პერსონალური მონაცემები დამსაქმებლის მიერ დამუშავებული/შენახული იქნება მხოლოდ ვაკანსიისთვის კანდიდატის შერჩევის, შესასრულებელ სამუშაოსთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის და შესაძლო შრომითი ურთიერთობის წარმოშობის მიზნით, შრომითი ურთიერთობის მთელი პერიოდის განმავლობაში, ასევე შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე. დამსაქმებლის მხრიდან, ზემოთ აღნიშნული მიზნებისათვის, პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება მხოლოდ შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირთა/თანამშრომელთა მიერ. კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება 6 თვის ვადით, შენახვა გონივრული ვადით ელექტრონული ან/და ამობეჭდილი სახით.
გისურვებთ წარმატებას!