შპს კავკასიის ეკოსისტემა აცხადებს ვაკანსიას ბექ ოფისი და ადმინისტრაციული მხარდაჭერის სამსახურის სპეციალისტის პოზიციაზე
გეპატიჟებით ჩვენი საინვესტიციო ჰოლდინგის ერთ-ერთ შვილობილ კომპანიაში სამუშაოდ
პირობები და სხვა დეტალები:
- გრაფიკი: სრული, სტანდარტული განაკვეთი
- ანაზღაურება/პირობები: კანდიდატის მონაცემების მიხედვით
- ხელფასის გარდა თანამშრომელი სარგებლობს კორპორატიული ნომრით, ინტერნეტის პაკეტით და დაზღვევის პროგრამით.
- გლობალურ ბრენდებთან და საუკეთესო ადგილობრივ კომპანიებთან გამოცდილ ინვესტორებთან და მენეჯმენტთან მუშაობის შესაძლებლობა
აღწერილობა და პასუხისმგებლობები:
- სალარო და ბიზნეს ბარათი (საბუთი, ჩეკი, ნაშთი, ჟურნალი, გასავლის/შემოსავლის ორდერების მომზადება). ბუღალტერიისთვის თვეში ერთხელ დოკუმენტაციის მიწოდება;
- საწვავის შესყიდვა საჭიროების მიხედვით,გახარჯვის აქტის შედგენა და შემდგომ ბუღალტერიისთვის მიწოდება თვეში ერთხელ;
- ყოველკვირეული და თვის გადარიცხვების ექსელის ფაილის მომზადება და ამაზე დაყრდნობით ბუღალტრისგან მოწოდებული ინფორმაციის კონტროლი;
- პირველადი საბუთების, მათ შორის მკაცრი აღრიცხვის საბუთების, ასევე ბუღალტერთან მისაწოდებელი სხვა დოკუმენტაციის შეგროვება, კონტროლი და მიწოდება;
- პროდუქტის გაყიდვისას RS ზედნადების და ანგარიშ-ფაქტურის გამოწერა,მიღება- ჩაბარების წარმოება და კონტროლი. / Rs.ge-ზე თანამშრომელთა რეესტრის წარმოება
- დებიტორებთან ზარი, შეხსენება, კონტროლი (ე.წ. Collection of customer receivables ) (საჭიროების შემთხვევაში შედარების ბარათების გავლა,დავალიანებების ანგარიშის წარმოება;)
- მარაგების ბაზის კონტროლი;
- შვებულების, ჯანმრთელობის გამოისობით გაცდენის და პირადი მიზეზით გაცდენის დღეების აღრიცხვა (ბრძანება, ცნობა, სხვა);
- ავტომანქანაზე ჯარიმის, პარკინგის და ტექ. დათვალიერების კონტროლი;
- საკანცელარიო შეკვეთების,ჰიგიენური საშუალებების + სამზარეულოსთვის საჭირო პროდუქტის მოთხოვნის მოგროვება, შესყიდვა.(სამ თვეში ერთხელ)
- შრომითი ხელშეკრულებების შედგენა , მოწესრიგება და ხელმოწერილის ადმინისტრირება/შენახვა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- რელევანტური განათლება
- ზეპირი და წერილობითი კომუნიკაციის კარგი უნარი
- MS Office-ის პროგრამების (Word, Excel, სხვა) საბაზისო ცოდნა
- სასურველია მუშაობის გამოცდილება დამწყებ დონეზე
- სასურველია ინგლისური ენის ცოდნა B1 დონეზე
პიროვნული და ხასიათობრივი მახასიათებლები უფრო მნიშვნელოვანია ვიდრე კვალიფიკაცია!
- ინტერესი და ცნობისმოყვარეობა აუცილებელია; ასევე ინიციატივა, ინიციატივა და ინიციატივა
- პედანტი უნდა იყოს, ყურადღებიანი და ორგანიზებული საბუთებთან, სისტემებთან და ადამიანებთან ურთიერთობაში;
- უნდა შეეძლოს კოლეგებთან კოლექტიური მუშაობა, გაუმკლავდეს ძალაუნებურად წარმოშობილ კონფლიქტებს და იყოს ორგანიზაციის და ბრენდის გულშემატკივარი
- უნდა აკონტროლოს საკუთარი დღის წესრიგი, დროის განრიგი და დისციპლინით მოექცეს მიმდინარე ამოცანებს
- კანდიდატი სასურველია, იმედითა, ინტერესით და ენთუზიაზმით უდგებოდეს სამსახურს, უნდა აინტერესებდეს მომსახურების სფერო და ფართო საზოგადოებისთვის საქმიანი სიკეთის/დოვლათის შექმნის ცხოვრების სტილი
- საჭიროა, რომ ახალ დარგს და სპეციალობას აუღოს ალღო საჭიროების შემთხვევაში, უნდოდეს რომ მოისმინოს მეტი, გააუმჯობესოს და ისწავლოს დღითი დღე.
- კანდიდატს უნდა გააჩნდეს თვით-მოტივაციის უნარი, პასუხისმგებლობის შეგრძნება და დროის განრიგის შეგრძნება
- კანდიდატს უნდა შეეძლოს სამართლიანი შენიშვნის მიღება, სამართლიანი საყვედურის მოსმენა ბიზნესის საუკეთესო სტანდარტის და პრაქტიკის მიხედვით და შემდეგ ნამუშევრის გაუმჯობესება შენიშვნის თუ საყვედურის შესაბამისად;
- მუდმივად ეცადოს დეტალების მოკვლევა, მონაცემების შედარება და სიზუსტის დაცვა. არ დაიზაროს გადამოწმება და აუცილებელ რუტინასთან გამკლავება.
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ გამოაგზავნოთ CV/რეზიუმე მითითებულ მისამართზე: mariam.zakaidze@orkin.ge (გთხოვთ, მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება).