CENN აცხადებს ტენდერს საწვავის შესყიდვაზე.
კომპანიამ უნდა უზრუნველყოს შემდეგი სახის მომსახურება:
- ბენზინი – სუპერი, დაახლოებით 5,000 ლიტრი;
- ბენზინი – პრემიუმი, დაახლოებით 10,000 ლიტრი;
- დიზელი – ევროდიზელი, დაახლოებით 2,000 ლიტრი;
- სამუშაოს შესრულების შემდეგ დათქმულ ვადაში, საჭირო ფინანსური დოკუმენტაციის: ინვოისი, ჩეკი, ფაქტურა და ა.შ. წარმოდგენა;
დაინტერესებულმა პირებმა სატენდერო წინადადება უნდა წარმოადგინონ, 2025 წლის 11 მარტის 18:00 საათამდე, CENN-ის ოფისში, მისამართზე: ქ. თბილისი, ბეთლემის ქუჩა #27 ან გამოაგზავნონ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: giorgi.mamporia@cenn.org
სატენდერო წინადადება უნდა შეიცავდეს შემდეგ ინფორმაციას:
- კომპანიის დასახელება, მისამართი, საკონტაქტო ტელეფონი (სავალდებულო);
- მომსახურების ჩამონათვალი და ღირებულება (Price List - დღგ–ს ჩათვლით);
- სადგურების რაოდენობა და ადგილმდებარეობა (სავალდებულო);
- 2025 წლის ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირთა რეესტრიდან (სავალდებულო).
არასრულყოფილად წარმოდგენილი დოკუმენტაციის შემთხვევაში თქვენი შემოთავაზება არ განიხილება.
სატენდერო განაცხადი შეფასდება შემდეგი კრიტერიუმებით:
- მომსახურების ფასი;
- დაფარვის არეალი;
- განაცხადების ტექნიკური შესაბამისობა;
- შესაბამისი კუთხით მუშაობის გამოცდილება (ასევე, CENN-თან თანამშრომლობის გამოცდილება);
საკონტაქტო ინფორმაცია:
გიორგი მამფორია
ტელ: +995 32 275 19 03 / 04
მობ: +995 591 21 99 11
ელ-ფოსტა: giorgi.mamporia@cenn.org
ვებ-გვერდი: http://www.cenn.org