ტენდერი - საწვავის შესყიდვა
2xP PRIORITY CENN
თარიღები: 04 მარ - 02 აპრ
მდებარეობა: თბილისი
მივლინება: არა
ტენდერი/კონკურსი:  ტენდერი
ელ.ფოსტა გამოხმაურებისთვის: giorgi.mamporia@cenn.org
ტელეფონი გამოხმაურებისთვის: +995 591 21 99 11
CENN აცხადებს ტენდერს საწვავის შესყიდვაზე.

კომპანიამ უნდა უზრუნველყოს შემდეგი სახის მომსახურება:
  • ბენზინი – სუპერი, დაახლოებით 5,000 ლიტრი;
  • ბენზინი – პრემიუმი, დაახლოებით 10,000 ლიტრი;
  • დიზელი – ევროდიზელი, დაახლოებით 2,000 ლიტრი;
  • სამუშაოს შესრულების შემდეგ დათქმულ ვადაში, საჭირო ფინანსური დოკუმენტაციის: ინვოისი, ჩეკი, ფაქტურა და ა.შ. წარმოდგენა;

დაინტერესებულმა პირებმა სატენდერო წინადადება უნდა წარმოადგინონ,  2025 წლის 11 მარტის 18:00 საათამდე, CENN-ის ოფისში, მისამართზე: ქ. თბილისი, ბეთლემის ქუჩა #27 ან გამოაგზავნონ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: giorgi.mamporia@cenn.org  

სატენდერო წინადადება უნდა შეიცავდეს შემდეგ ინფორმაციას: 
  • კომპანიის დასახელება, მისამართი, საკონტაქტო ტელეფონი (სავალდებულო);
  • მომსახურების ჩამონათვალი და ღირებულება (Price List - დღგ–ს ჩათვლით);
  • სადგურების რაოდენობა და ადგილმდებარეობა (სავალდებულო);  
  • 2025 წლის ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირთა რეესტრიდან (სავალდებულო).

არასრულყოფილად წარმოდგენილი დოკუმენტაციის შემთხვევაში თქვენი შემოთავაზება არ განიხილება.

სატენდერო განაცხადი შეფასდება შემდეგი კრიტერიუმებით: 
  • მომსახურების ფასი;
  • დაფარვის არეალი;  
  • განაცხადების ტექნიკური შესაბამისობა;
  • შესაბამისი კუთხით მუშაობის გამოცდილება (ასევე, CENN-თან თანამშრომლობის გამოცდილება);

საკონტაქტო ინფორმაცია:
გიორგი მამფორია
ტელ: +995 32 275 19 03 / 04
მობ: +995 591 21 99 11

ელ-ფოსტა: giorgi.mamporia@cenn.org 
ვებ-გვერდი: http://www.cenn.org