ცვლის მექანიკოსი

თბილისი სრული განაკვეთი თბილისი დრაი პორტი
მივლინება: არა
წარმოება/ოპერაციები: მექანიკოსი
თბილისი დრაი პორტი აცხადებს ვაკანსიას ცვლის მექანიკოსის პოზიციაზე.
თბილისი დრაი პორტი არის სასაწყობე/ლოგისტიკური ცენტრი, რომელიც გაიხსნება 2025 წლის აპრილში. კომპანიის დაგეგმილი საქმიანობა მოიცავს ფოთისა და ბათუმის საზღვაო პორტებში შემოსული ტვირთის რკინიგზით და ავტოტრანსპორტით შემოტანას თბილისი დრაი პორტში, სადაც შესაძლებელი იქნება სხვადასხვა სატრანსპორტო ოპერაციის ერთ ადგილზე განხორციელება. 

ფუნქცია-მოვალეობები: 
  • ტერმინალზე არსებული ტვირთვის გადასატვირთი ტექნიკის, ტვირთდამჭერი მოწყობილობების, დიზელ გენერატორების სხვა მოწყობილობების მექანიკური ნაწილის პროფილაქტიკური და სარემონტო სამუშაობის ჩატარება. 
  • ამწე მექანიზმები, გადასატვირთი მოწყობილობების და სხვა მექანიზმების კვანძების და აგრეგატების დემონტაჟის, შეკეთებისა და მონტაჟის უზრუნველყოფა.  
  • ამწე მექანიზმების, გადასატვირთი მოწყობილობების და სხვა მექანიზმების სწორი ექსპლუატაციის წესების დაცვაზე კონტროლი.  
  • მექანიზმების მუშაობის პროცესში დაზიანების აღმოჩენა და აღმოფხვრა. 
  • მექანიზმების ტექნიკური მომსახურება გრაფიკის მიხედვით.  
  • მოწყობილობების შეზეთვა შესაბამისი ხარისხის საპოხით.  
  • სარემონტო ვადების დაცვა და სამუშაოების ხარისხიანი შესრულება.  

გამოცდილება და უნარები: 
  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება მინიმუმ 2 წელი. 
  • ქართული ენის ცოდნა (სალაპარაკო, წერითი) 
  • ორგანიზებულობა 
  • გუნდური მუშაობის უნარი 
  • ანალიტიკური აზროვნების უნარი 
  • დეტალებზე ორიენტაციის უნარი 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები: 
  • საშუალო ტექნიკური განათლება. 
  • მარეგულირებელი დოკუმენტაციის ცოდნა 
  • ამ პოზიციაზე მომუშავე თანამშრომელი ვალდებულია დაიცვას კომპანიის ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების მოთხოვნები, რათა უზრუნველყოს საკუთარი და კოლეგების უსაფრთხოება.  


დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, თქვენი CV და კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტების ასლი გამოგზავნოთ ელ. ფოსტაზე HR@tbilisidryport.com .  
გთხოვთ, ელ. ფოსტის "subject"-ში მიუთითოთ პოზიციის სახელწოდება. გასაუბრებისათვის მოწვეულნი იქნებიან მხოლოდ ის კანდიდატები, რომლებიც აკმაყოფილებენ ვაკანსიის მოთხოვნებს.  
თქვენს მიერ გამოგზავნილი CV შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს და ჩვენთვის ინფორმაციის გაზიარებით ჩავთვლით, რომ ეთანხმებით ჩვენთვის პერსონალური მონაცემების გაზიარებას. გაცნობებთ, რომ თუ თქვენი გამოცდილება და უნარები არ იქნება თანხვედრაში ვაკანტური პოზიციის მოთხოვნებთან, თქვენი CV არ შეინახება ბაზაში და ასევე არ გადაეცემა მესამე მხარეს. 
სამუშაო ადგილი:  თბილისი, საქართველო 
განაცხადის მიღების ბოლო ვადა:  2025 წლის 28 მარტი 
 
წარმატებას გისურვებთ!