მაკდონალდს საქართველოს პურის ქარხანა ბრედფილდი აცხადებს ვაკანსიას მექანიკოსის პოზიციაზე
სამუშაო პირობები:
სამუშაო განაკვეთი: სრული - დღე/ღამის ცვლა
საწარმოს მდებარეობა: ლილო, ლოჭინის ხევი
ბენეფიტები:
- კვების დანამატი
- ყოველთვიური საწვავის ლიმიტი
- ჯანმრთელობის დაზღვევა
- კორპორატიული ნომერი
- სწავლებისა და განვითარების სისტემა
- შესრულებული სამუშაოს შეფასებისა და მართვის სისტემა, რომელსაც უკავშირდება კომპანიის საბონუსე პოლიტიკა
ძირითადი მოვალეობები:
- წარმოებაში არსებული მექანიკური, ელექტრო-ტექნიკური სისტემების/დანადგარების ყოველდღიური შემოწმება და კონტროლი
- სათადარიგო ნაწილების/საცხებ-საპოხი მასალების გამოყენება, აღრიცხვა, კონტროლი
- დანადგარების პროფილაქტიკური და საინსტალაციო სამუშაოების შესრულება
- დანადგარების დაზიანების შემთხვევაში პრობლემის იდენტიფიცირება/დიაგნოსტიკა და შესაბამისი დროული რეაგირება
- არსებული გათბობა/ვენტილაციის/ კონდიცირების და სამაცივრე სისტემების გამართული მუშაობის უზრუნველყოფა
- საქსპლუატაციო, სარემონტო და ტექნიკური სამუშაოების ჩატარება/ შესრულებაში მონაწილეობის მიღება
- ხანძარსაწინააღმდეგო და ტექნიკის უსაფრთხოების წესების დაცვა
- დაზიანებების და ავარიების ანალიზი
- დოკუმენტაციის წარმოება გამოყენებული სათადარიგო ნაწილების, სათადარიგო ნაწილების მარაგებისა და მათი დროული შეკვეთის შესახებ
- რეპორტინგი უშუალო ხელმძღვანელთან
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი ან პროფესიული განათლება, მექანიკის მიმართულებით
- აღნიშნულ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება
- სხვა და სხვა ტიპის მექანიზმების ცოდნა
- პნევმატური სისტემების ცოდნა
- უპირატესობა მიენიჭებათ საწარმოო ხაზის დანადგართან მუშაობის გამოცდილების მქონდე კანდიდატებს
დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ რეზიუმე შემდეგ მეილზე: vacancyibh@ibh.ge