"იმექს კარგო ლოჯისტიკს" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების სპეციალისტის პოზიციაზე.
კომპანია "იმექს კარგო ლოჯისტიკს" ლოჯისტიკური სფეროს ერთ-ერთი აქტიური წევრია. კომპანია მომხმარებელს საავტომობილო, საზღვაო და საჰაერო გადაზიდვებს სთავაზობს. ასევე "იმექს კარგო ლოჯისტიკს" მომხმარებლებს აძლევს საშუალებას ისარგებლონ დამატებით საბაჟო-საბროკერო მომსახურებითა და ტვირთის დაზღვევის შესაძლებლობით.
სამუშაო ადგილი: ქ.თბილისი,
ანაზღაურება: 700 ლარი + ბონუსი;
სამუშაო დრო: სრული ( ორშაბათი - პარასკევი 10:00 – 19:00 )
ძირითადი მოვალეობები:
- პოტენციური კლიენტების ქსელის განვითარებაზე ზრუნვა - ურთიერთობების დამყარება, როგორც სატელეფონო კავშირით, ასევე შეხვედრების ორგანიზება; (B2B)
- გრძელვადიანი ურთიერთობების დამყარება იმპორტიორ/ექსპორტიორ კომპანიებთან;
- ლოჯისტიკურ პროცესებში ჩართვა და კოორდინაცია საოპერაციო გუნდთან;
- დასახული გეგმების შესრულება, ანალიზი და რეპორტინგი;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- სასურველია იგივე ან მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
- ქართული ენის მაღალ დონეზე ცოდნა;
- საოფისე პროგრამების (MS Office);
უნარები/პიროვნული კომპეტენციები
- დაგეგმვისა და სამუშაოს ორგანიზების ძლიერი უნარი;
- დეტალებზე ორიენტირებული;
- მოლაპარაკებების წარმართის უნარი;
- კომუნიკაციისა და გუნდური მუშაობის უნარი;
- შრომისმოყვარეობა;
- სტრესული სიტუაციების მართვა და პრობლემის ეფექტურად აღმოფხვრა;
- ანალიტიკური, კრიტიკული აზროვნება;
- განვითარებაზე ორიენტირება
ვაკანსიით დაინტერესებულ კანდიდატებს შეგიძლიათ გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ჩვენს ელ.ფოსტაზე: career@imexcargo.ge გთხოვთ, სათაურის ველში (subject) აუცილებლად მიუთითოთ იმ ვაკანსიის დასახელება რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი.
შპს "იმექს კარგო ლოჯისტიკს“ მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას!