კომპანიის შესახებ: Index | Wealth Management 15-წლიანი გამოცდილების მქონე პროფესიონალებისგან დაკომპლექტებული უძრავი ქონების დეველოპერული და საინვესტიციო კომპანიაა, რომელიც ქართულ ბაზარზე განსხვავებული ხედვითა და სტრატეგიით გამოირჩევა.
ცხადდება ვაკანსია კონტაქტ ცენტრის მენეჯერის პოზიციაზე
სამუშაო ადგილი: თბილისი, ოთარ ონიაშვილის ქუჩა 28
სამუშაო გრაფიკი: კვირაში 6 დღე (კვირაში 40 საათი)
ანაზღაურება: 1500 ლარი + ბონუსი გაყიდვებიდან
გამოსაცდელი ვადა: 6 თვე
ძირითადი პასუხისმგებლობები:
- შემომავალ ზარებზე სწრაფი რეაგირება და მომხმარებლის კითხვებზე პასუხის გაცემა;
- შემოსულ კონტაქტებთან კომუნიკაცია და მათთვის მიმდინარე პროექტების შესახებ ინფორმაციის მიწოდება;
- პოტენციურ მყიდველთან გაყიდვების პროცესის წარმართვა;
- პროაქტიული უკუკავშირი პოტენციურ მყიდველთან;
- პოტენციური მყიდველის რელევანტურ თანაგუნდელთან გადამისამართება;
- საჭიროების შემთხვევაში უშუალო ხელმძღვანელის დავალების შესრულება;
აუცილებელი უნარები:
- მსგავს ადგილას მუშაობის გამოცდილება; (ჩაითვლება უპირატესობად)
- პრობლემის სწრაფად და ხარისხიანად გადაჭრის უნარი;
- გამართულად კომუნიკაციის უნარი;
- ინგლისური და რუსული ენების საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა;
- პროგრამული უზრუნველყოფის სისტემების ცოდნა (ჩაითვლება უპირატესობად);
- ინფორმაციის სრულად გადაცემის უნარი;
ჩვენ გთავაზობთ:
- კონკურენტულ ანაზღაურებას;
- კორპორატიულ დაზღვევას (გამოსაცდელი ვადის გასვლის შემდგომ);
- მეგობრულ გუნდს;
- განვითარების შესაძლებლობას;
დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, თქვენი რეზიუმე გადმოაგზავნოთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე info@index-wm.com ან შეავსოთ განაცხადის ფორმა ჩვენს LinkedIn ის გვერდზე. სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეზიუმეს განხილვა არ მოხდება.
გისურვებთ წარმატებას!
გაცნობებთ, რომ შპს "რეალ ესთეით კონსალტინგ გრუპი" ახორციელებს კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებას ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ასევე შესაძლოა დამუშავდეს სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით. იმ შემთხვევაში, თუ არ გსურთ მონაცემთა შემდგომი დამუშავება, გსურთ მონაცემთა ცვლილება ან წაშლა, გთხოვთ მოგვმართეთ.