შპს "თელმიკო" აცხადებს ვაკანსიას ბუღალტრული აღრიცხვისა და ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტების განყოფილებაში მთავარი სპეციალისტის პოზიციაზე (ბუღალტერი).
მოთხოვნები კანდიდატის მიმართ:
- უმაღლესი განათლება, მიმართულება - ბუღალტერია და აუდიტი, ეკონომიკა, ფინანსები, IT;
- ბუღალტრად მუშაობის 5 წლამდე გამოცდილების ქონა;
- აუცილებელია საბუღალტრო პროგრამა 1C-ში მუშაობის გამოცდილება;
- შემოსავლების სამსახურის საიტზე RS.GE-ზე მუშაობის გამოცდილება;
- საქართველოს საგადასახადო კოდექსის და საბუღალტრო და ფინანსური აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების საფუძვლების ცოდნა;
- Excel- ის მაღალ დონეზე ცოდნა;
პირადი თვისებები და უნარები:
- ხარისხზე, სიზუსტესა და დეტალებზე ორიენტირებულობა;
- პუნქტუალურობა და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- სამუშოს დათქმულ ვადებში შესრულების უნარი;
- გუნდური მუშაობის უნარი;
- ეფექტური კომუნიკაციის უნარი
სამუშაოს აღწერა:
- საბუღალტრო პროგრამა 1C-ში ყოველდღიური ბუღალტრული ოპერაციების აღრიცხვის უზრუნველყოფა და კონტროლი;
- პირველადი ბუღალტრული დოკუმენტაციის მომზადება, პროგრამული აღრიცხვა-მონიტორინგი, დოკუმენტების მატერიალურად და ელექტრონულად დაარქივება;
- ბანკის ოპერაციების კონტროლი / პროგრამული აღრიცხვა;
- ანგარიშ ვალდებულ პირებზე გაცემული/ჩარიცხული თანხების კონტროლი;
- მივლინების ხარჯებთან დაკავშირებული სრული პაკეტის მომზადება და ბუღალტრული აღრიცხვა;
- დაქირავებულ პირებზე ხელფასებისა და ხელფასთან გათანაბრებული განაცემების აღრიცხვა, კონტროლი;
- მარაგების აღრიცხვა, ინვენტარიზაციაში მონაწილეობა, ინვენტარიზაციის შედეგების ანალიზი, კონტროლი;
- ძირითადი საშუალებების აღრიცხვა, ინვენტარიზაციაში მონაწილეობა, კონტროლი;
- დებიტორული და კრედიტორული დავალიანებების კონტროლი, შედარების აქტების მომზადება, დებიტორებთან წერილობითი კომუნიკაცია დავალიანებების შედარებისა და ჩარიცხვების დროულად განხორციელების უზრუნველსაყოფად;
- კომპანიის ფინანსური პოლიტიკით გათვალისწინებული თვის / წლის დახურვაში მონაწილეობის მიღება;
- ხელმძღვანელის სხვა დავალებებისა და მითითებების შესრულება.
უცხო ენები :
- რუსული და ინგლისური ენა – საშუალო დონეზე ფლობა;
მსურველებმა, პირადი ინფორმაცია (CV/ რეზიუმე) უნდა გამოგზავნოთ ელ.ფოტის მისამართზე: vacancy@telmico.ge. გთხოვთ, სათაურში აუცილებლად მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება „ბუღალტრული აღრიცხვისა და ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტების განყოფილებაში მთავარი სპეციალისტი (ბუღალტერი)“.
განცხადების მიღების ბოლო ვადაა: 18.03.2025 წ.