IT ბიზნეს ანალიტიკოსი

თბილისი სრული განაკვეთი ჰუალინგ დიჯითალ თრეიდ კო
მივლინება: არა
განათლება: ბაკალავრი ენები: ინგლისური
ინფორმაციული ტექნოლოგიები: IT სპეციალისტი
კომპანია Hualing Digital Trading Co., Ltd. ეძებს დეტალებზე ორიენტირებლ გუნდის ახალ წევრს IT ბიზნეს ანალიტიკოსის პოზიციაზე პროდუქტის მენეჯმენტის მიმართულებით, რომელიც მართავს პროდუქტის შექმნის, განახლების, გამრავალფეროვნების პროცესს ჩვენს საიტზე. ეს როლი მოაზრებს ყველა პრდუქტის შესახებ ინფორმაციის სიზუსტის კონტროლს, მჭიდრო თანამშრომლობას შესყიდვების მენეჯერთან პროდუქტებზე დეტალური ინფორმაციის მისაღებად, ასევე (PIM) , Akeneo სისტემის საშუალებთ მაღალი ხარისხის, სტრუქტურირებული პროდუქტის კონტექნტის შესაქმნას.

ძირითადი ფუნქცია - მოვალეობები:
  • პროდუქტის კონტენტის მენეჯმენტი, მაღალი ხარისხის და ზუსტი შინაარსი უზრუნველყოფა.
  • შესყიდვების განყოფილებასთან მჭიდრო თანამშრომელობა, პროდუქტის საჭირო ინფორმაციის მისაღებად.
  • PIM სისტემის გამოყენება (Akeneo) პროდუქტის შესახებ ინფორმაციის მართვისა და გაუმჯობესებისათვის.
  • ბრენდის ცნობადობის ზრდა და მომხმარებელთა რაოდენობის ზრდის ხელშეწყობა, მიმზიდველი და ზუსტი პროდუქტის შინაარსის შექმნით.
  • კონტენტის მენეჯერთან მჭიდრო თანამშრომლობა, რომელიც პასუხისმგებელია ვებსაიტზე მთელი შინაარსის თვალყურის დევნებაზე, რომ პროდუქტის ინფორმაცია აკმაყოფილებს ხარისხის სტანდარტებს.

სკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • უმაღლესი განათლება სასურველია ფინანსების, ინფორმაციული ტექნოლოგიების (IT), ბიზნესის ადმინისტრირების ან მასთან დაკავშირებულ სფეროში;
  • მინიმუმ 3 წლიანი ვებ სერვისების დიზაინისა და დანერგვის გამოცდილება;
  • მონაცემთა ბაზის მენეჯმენტი: რელაციური მონაცემთა ბაზების ცოდნა სამომხმარებლო დონეზე;
  • ERP პროგრამის ცოდნა (მუშაობის გამოცდილება) ჩაითვლება უპირატესობას;
  • პროდუქტის დიზაინის, სტატისტიკური მონაცემების ანალიზი;
  • მოდელირების ინსტრუმენტები: გამოცდილება ბიზნეს პროცესების მოდელირებაში, მონაცემთა ნაკადის დიაგრამებში და სისტემის არქიტექტურის მოდელირებაში მოწინავე ინსტრუმენტების გამოყენებით (მაგ: AXure, Visio, Office და პროდუქტის დიზაინის პროგრამული უზრუნველყოფა);
  • ინტერნეტ პროდუქტის დიზანის ცოდნა (UE/UI დიზაინი);
  • უპირატესობა მიენიჭებათ კანდიდატებს, რომლებსაც აქვთ E-commerce-ში მუშაობის გამოცდილება.~
  • ინგლისური ენის სრულფასოვნად ფლობა (B2/C1); სამუშაო გრაფიკი: სრული; 09:30-18:30 სთ;

ადგილმდებარეობა: ჯ.ლეჟავას 22 ( სავაჭრო ცენტრი „ჰუალინგ თბილისის ზღვის პლაზა“)

ელ.მისამართი: hr@hpq.ge განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 22.03.2025

დაინტერესებულ კანდიდატებს, გთხოვთ, რეზიუმე გამოგვიგზავნოთ შემდეგ ელ. მისამართზე: hr@hpq.ge, Subject-ში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეზიუმე არ განიხილება.

აღნიშნულ ვაკანსიაზე რეზიუმეს გამოგზავნით, ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანიამ დაამუშავოს (შეაგროვოს, შეინახოს, დაამუშავოს, დააჯგუფოს, წაშალოს, გაანადგუროს) მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. კომპანიის მხრიდან თქვენი მონაცემების დამუშავების მიზანია დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვა და კანდიდატის შესაბამისობის დადგენა არსებული ან/და სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან. თუ ამჟამად გამოცხადებული ვაკანსიის მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებთ, კომპანია თქვენს რეზიუმეს განიხილავს სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან. შესაბამისად, თქვენი მონაცემები დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით შეინახება არაუმეტეს 1 წლის ვადით.

„პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, თქვენი უფლებაა, მიიღოთ ინფორმაცია კომპანიის მხრიდან თქვენს შესახებ დამუშავებულ მონაცემთა თაობაზე, ასევე მოითხოვოთ მონაცემების გასწორება, განახლება, შევსება, მონაცემთა დამუშავების შეწყვეტა, დაბლოკვა, წაშლა ან/და განადგურება, რისთვისაც უნდა მოგვმართოთ შემდეგ ელ ფოსტაზე: hr@hpq.ge გისურვებთ წარმატებას!