შპს „აშენდი აგრო საქართველო“ აცხადებს ვაკანსიას IT სპეციალისტის პოზიციაზე
სამუშაო აღწერა:
- ჩვენ ვეძებთ გამოცდილი IT სპეციალისტს, რომელიც უზრუნველყოფს ტექნიკურ მხარდაჭერას და მომსახურებას.
მოვალეობები:
- კომპიუტერული და ქსელური სისტემების მონიტორინგი, ადმინისტრირება და ტექნიკური მხარდაჭერა
- პროგრამული და აპარატურული უზრუნველყოფის ინსტალაცია, კონფიგურაცია და განახლება
- ტექნიკური პრობლემების იდენტიფიცირება და ოპერატიული გადაწყვეტა
- მომხმარებელთა კონსულტირება და IT საკითხებზე დახმარების გაწევა
- უსაფრთხოების სისტემების მართვა და მონაცემთა დაცვა
მოთხოვნები:
- IT სფეროში მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება
- საოფისე და ქსელური მოწყობილობების გამართვის გამოცდილება
- Windows და Linux ოპერაციულ სისტემებთან მუშაობის ცოდნა
- პრობლემების ანალიზისა და სწრაფი გადაჭრის უნარი
- გუნდური მუშაობისა და კომუნიკაციის უნარი
პირობები:
- მოქნილი სამუშაო გრაფიკი
- კონკურენტული ანაზღაურება
- კარიერული განვითარების შესაძლებლობა
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ რეზიუმე ფოტოსურათით, ელ-მისამართზე: HR@ashendi.com და სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება “IT სპეციალისტი“ რეზიუმე დაასათაურეთ თქვენი სახელითა და გვარით.
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
შპს „აშენდი აგრო საქართველო “ მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას!