Hualing Digital Trading Co., Ltd. ეძებს გუნდის ახალ წევრს კატეგორიის სპეციალისტის პოზიციაზე.
პასუხისმგებლობები:
- ბრენდისა და პროდუქტის სკრინინგი: ახალი ბრენდებისა და პროდუქტები პოვნა, რომლებიც აკმაყოფილებს ბაზრის საჭიროებებს;
- მიმწოდებლისა და ფასების მონიტორინგი: პროდუქტების დროული მიწოდების უზრუნველყოფა, ფასების ტენდენციების ანალიზი და ფასების სტრატეგიების შემუშავება;
- მომგებიანობის ანალიზი: კატეგორიის თითოეული ბრენდის მომგებიანობის შეფასება.
- პროდუქტის ანალიზი და განვითარება: არსებული პროდუქტების კატეგორიების განვითარება, ტენდენციებისთვის ყურადღების მიქცევა და ახალი პროდუქტის განვითარების დაგეგმვა.
მოთხოვნები:
- შესაბამის პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1-წლიანი გამოცდილება;
- ინგლისური ენის ცოდნა (წერილობითი და სალაპარაკო);
- სასურველია e-commerce-ის ცოდნა;
- სასურველია პროფესიული კვალიფიკაციის ამაღლების სერთიფიკატები;
- საოფისე პროგრამების ცოდნა.
ძირითადი უნარები:
- კარგი კომუნიკაციის უნარი;
- დატვირთულ გარემოში მუშაობის უნარი;
- სამუშაოს დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი;
- გუნდური მუშაობის უნარი;
- პროგრამებისა და მონაცემთა ბაზების გამოყენების უნარი;
- დეტალებზე ორიენტირება;
- Microsoft Excel-ისა და Power BI-ის ცოდნა.
სამუშაო საათები: სრული განაკვეთი 09:30-18:30;
მდებარეობა: ჯ. ლეჟავას 22 (სავაჭრო ცენტრი "Hua Ling Tbilisi Sea Plaza")
ელექტრონული ფოსტის მისამართი: hr@hpq.ge
განაცხადის მიღების ბოლო ვადა: 22.03.2025
დაინტერესებულ კანდიდატებს, გთხოვთ, რეზიუმე გამოგვიგზავნოთ შემდეგ ელ. მისამართზე: hr@hpq.ge, Subject-ში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეზიუმე არ განიხილება.
აღნიშნულ ვაკანსიაზე რეზიუმეს გამოგზავნით, ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანიამ დაამუშავოს (შეაგროვოს, შეინახოს, დაამუშავოს, დააჯგუფოს, წაშალოს, გაანადგუროს) მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. კომპანიის მხრიდან თქვენი მონაცემების დამუშავების მიზანია დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვა და კანდიდატის შესაბამისობის დადგენა არსებული ან/და სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან. თუ ამჟამად გამოცხადებული ვაკანსიის მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებთ, კომპანია თქვენს რეზიუმეს განიხილავს სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან. შესაბამისად, თქვენი მონაცემები დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით შეინახება არაუმეტეს 1 წლის ვადით.
„პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, თქვენი უფლებაა, მიიღოთ ინფორმაცია კომპანიის მხრიდან თქვენს შესახებ დამუშავებულ მონაცემთა თაობაზე, ასევე მოითხოვოთ მონაცემების გასწორება, განახლება, შევსება, მონაცემთა დამუშავების შეწყვეტა, დაბლოკვა, წაშლა ან/და განადგურება, რისთვისაც უნდა მოგვმართოთ შემდეგ ელ ფოსტაზე: hr@hpq.ge
გისურვებთ წარმატებას!