პროექტის მენეჯერი

რუსთავი სრული განაკვეთი პანექსი
მივლინება: არა
გამოცდილება: 3 - 5 წლამდე ენები: ინგლისური, რუსული
მარკეტინგი, რეკლამა, PR: პროექტის მენეჯერი სამშენებლო, უძრავი ქონება: სამშენებლო პროექტების მართვა წარმოება/ოპერაციები: პროექტების მართვა

 „პანექსი“ პირველი ქართული კომპანიაა, რომელიც პოლიურეთანის სენდვიჩ პანელებს აწარმოებს. ბაზარზე 2015 წლიდან ოპერირებს და წარმოებული პროდუქციით საქართველოში ინდუსტრიული სამშენებლო მასალების წარმოებაში უპირობო ლიდერია.

ჩვენი მიზანია ადგილობრივი და საერთაშორიზე ბაზრის მომხმარებელს მივაწოდოთ საუკეთესოს ხარისხის პროდუქტი და მომსახურება.


კედლისა და სახურავის სენდვიჩ პანელის მწარმოებელი კომპანია „პანექსი“ აცხადებს ვაკანსიას პროექტის მენეჯერის პოზიციაზე რუსთავში.


ძირითადი მოვალეობები:

  • პროექტის გუნდის ფორმირება და ორგანიზება;
  • პროექტის მომზადება;
  • პროექტის მართვა პროექტის მართვის ინიცირების ეტაპიდან დახურვამდე;
  • პროექტის სისტემატიური ანგარიშგება;
  • პროექტის განხორციელების პრიორიტეტების განსაზღვრა და დასაბუთება
  • პროექტის შესაბამისობის მონიტორინგი და ცვლილებების კონტროლი.


სამშენებლო და მოდერნიზაციის პასუხისმგებლობები:

  • დიზაინის ტექნიკური მოთხოვნების მომზადება;
  • ინჟინერიული ქსელების დაკავშირებისთვის ტექნიკური პირობების მომზადება და კოორდინაცია.
  • პირველადი ნებართვის დოკუმენტაციის მომზადება;
  • ადგილობრივი შესაბამისი ორგანოებისგან საჭირო ნებართვების მიღებისა და დამტკიცების პროცედურებში მონაწილეობა;
  • პროექტის დოკუმენტაციის შემუშავების ზედამხედველობა, ტექნიკური გადაწყვეტილებების ოპტიმიზაციის შემოწმება და შიდა  დოკუმენტაციის დამტკიცება;
  • დანადგარების სპეციფიკაციების დამტკიცება მათ მიერ ტექნიკური მოთხოვნების და პროექტის დოკუმენტაციის შესაბამისად;
  • პროექტის ბიუჯეტის შემუშავება, გეგმიური და ფაქტობრივი ანალიზი პროექტის განხორციელების პროცესში.;
  • პროექტის გრაფიკის შემუშავება, მიმდინარე გეგმური და ფაქტობრივი ანალიზის მომზადება;
  • პროექტის დაფინანსებისთვის საჭირო დოკუმენტების, დანახარჯების და გამოთვლების დროულად წარმოდგენის ორგანიზება;
  • მშენებლობის კონტროლი – ტექნიკური ზედამხედველობა, ვადების, ბიუჯეტების, მშენებლობის ნორმების, რეგულაციების და სამართლებრივი მოთხოვნების შესრულება;
  • ტენდერების წარმოება (დიზაინერებისთვის, მშენებლებისთვის, დანადგარების მომწოდებლებისთვის);
  • საჭირო დოკუმენტაციის მომზადება და დამტკიცება მშენებლობის ნებართვის და ექსპლუატაციაში მიღების მისაღებად;
  • ადგილობრივ სახელმწიფო ორგანოებთან ურთიერთობა პროექტის განხორციელების პროცესში.


აუცილებელია რუსული ენის ცოდნა;

  • სასურველია ინგლისური ენის საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა.


პიროვნული თვისებები:

  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • შრომისმოყვარეობა;
  • დისციპლინირებულობა;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • დაგეგმვის და ანალიზის უნდარი.


დამატებითი ინფორმაცია:

სამუშაო ადგილი: რუსთავი, წითელი ხიდის მე-17 კილომეტრი.

სამუშაო გრაფიკი - სრული, კვირაში 5 დღე;



დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოაგზავნეთ CV ელექტრონულ მისამართზე hr@panex.ge. სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება ,,პროექტის მენეჯერი".


გაცნობებთ, რომ ჩვენს ვაკანსიაზე თქვენი მონაცემების გამოგზავნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, აცხადებთ თანხმობას რომ სს "პანექსმა" მიიღოს თქვენი პერსონალური მონაცემები და დაამუშაოს ვაკანსიასთან შესაბამისობის დადგენისა და გარკვეული პერიოდით შენახვის მიზნით, მიუხედავად იმისა, მხარეთა შორის შემდგომში წარმოიშობა თუ არა შრომითი ურთიერთობა.