მარკეტინგული პროექტების მენეჯერი

თბილისი სრული განაკვეთი არქი
მივლინება: არა
განათლება: ბაკალავრი ენები: ინგლისური
მარკეტინგი, რეკლამა, PR: პროექტის მენეჯერი, მარკეტინგის მენეჯერი
კომპანია "არქი", წამყვანი დეველოპერული კომპანია საქართველოში, რომელიც დაარსდა 2006 წელს. უკვე წარმატებით დავასრულეთ 50-მდე პროექტი და ამჟამად გვაქვს 20-ზე მეტი მიმდინარე მშენებლობა საქართველოში.

არქიში ვეძებთ მარკეტინგული პროექტების მენეჯერს და მისი ფუნქციები იქნება:
  • მარკეტინგული პროექტების/კამპანიების დამოუკიდებლად დაგეგმვა და განხორციელება;
  • პროექტებში ჩართული მხარეების თანამშრომლებზე შესაბამისი დავალებების დელეგირება და კოორდინირება;
  • პროექტების/კამპანიების ბიუჯეტირება;
  • ბრენდის და პროდუქტების ეფექტურად წარმოჩენის უზრუნველყოფა;
  • ღონისძიებების კონცეფციის შემუშავება/ორგანიზება;
  • მომწოდებლებთან და სარეკლამო კომპანიებთან ურთიერთობა;
  • მარკეტინგული კვლევების დაგეგმვა/კოორდინირება;
  • მარკეტინგული კამპანიების ანალიზი და შესაბამისი ანგარიშგების მომზადება;
  • პერიოდული ბაზრის კვლევა და კონკურენტული ანალიზის უზრუნველყოფა;
  • ძირითად საქმიანობასთან დაკავშირებული სხვა დავალებების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • უმაღლესი განათლება ბიზნეს ადმინისტრირების ან მარკეტინგის მიმართულებით;
  • მინიმუმ 3 წლიანი სამუშაო გამოცდილება მარკეტინგის მენეჯერის პოზიციაზე;
  • მარკეტინგული კამპანიების დაგეგმვისა და მართვის გამოცდილება;
  • ინგლისური ენის მაღალ დონეზე ცოდნა;
  • Microsoft Office-ის მაღალ დონეზე ცოდნა.

თუ დაგაინტერესა ჩვენმა ვაკანსიამ და გაქვს შესაბამისი გამოცდილება, მაშინ ველით CV-ს, რომელიც შეგიძლია ატვირთო მითითებულ ბმულზე 2025 წლის 28 თებერვლის ჩათვლით: https://crm.archi.ge/crm/deal/web_form/vacancy.php     

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, თქვენი რეზიუმე მომდევნო ექვსი თვის განმავლობაში შეინახება კომპანიის მონაცემთა ბაზაში. ამასთანავე, თქვენი კანდიდატურა შესაძლებელია განხილულ იქნას სხვა, მსგავს პოზიციაზე ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში.

გაგზავნე CV

სხვა ვებ გვერდზე