კომერციული მენეჯერი

თბილისი სრული განაკვეთი კომპანია ZERONE
მივლინება: არა
ენები: ინგლისური
TOP მენეჯმენტი: კომერციული დირექტორი
,,ზერონ ელექტრიკსი’’ მომხმარებლებს ელექტრო-მექანიკური საინჟინრო სისტემების პროექტირებას, ინსტალაციასა და მომსახურებას სთავაზობს.
,,ზერონ ელექტრიკსი’’ წარმატების უკან კომპანიის კვალიფიციური გუნდი დგას, რომელთა პროფესიონალიზმი „ზერონის“ მდგრადი განვითარების წინაპირობაა. კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ ჩვენს გვერდს: www.zerone.ge

,,ზერონ ელექტრიკსი’’ აცხადებს ვაკანსიას კომერციული მენეჯერის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:
  • პოტენციური დამკვეთების მოძიება და მათთან საქმიანი ურთიერთობების დამყარება;
  • ტენდერებში მონაწილეობის მიღების უზრუნველყოფა,რაც გულისხმობს: ტენდერების მოძიებას, შესაბამისი სატენდერო დოკუმენტაციის მომზადებას და ტენდერების პროცესის სრულად წარმართვას;
  • დამკვეთების ბაზის შექმნა და მუდმივი განახლება;
  • სამშენებლო პროდუქტებისა და ტექნოლოგიების მიმართულებით ბაზარზე არსებული სიახლეების მოძიება და მათი განვითარება-დანერგვა კომპანიაში;
  • ხელშეკრულებების მართვა და შესრულების კონტროლი;
  • გაყიდვების პროცესის მონიტორინგი და რეპორტინგი;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • აუცილებელია მსგავს პოზიციაზე მუშაობის სულ მცირე 2 წლის გამოცდილება;
  • უმაღლესი განათლება შესაბამისი მიმართულებით (ბაკალავრის ხარისხი);
  • ინგლისური ენის სრულყოფილად ცოდნა;
  • სასურველია რუსული ენის სასაუბრო დონეზე ცოდნა;
  • MS Office - ის სრულყოფილად ცოდნა.

უნარ-ჩვევები:
  • მართვის უნარი;
  • კომუნიკაბელურობა;
  • პრობლემების ეფექტურად მოგვარების უნარი;
  • დროის მართვის უნარი;
  • მოლაპარაკების წარმოების უნარი.

სამუშაო პირობები:
სამუშაო განაკვეთი: სრული;
ანაზღაურება: კანდიდატის კვალიფიკაციიდან გამომდინარე , ინდივიდუალურად იქნება განხილული;
სამუშაო ადგილი: თბილისი.

ჩვენთან დასაქმების შემთხვევაში გთავაზობთ:
  • სამედიცინო დაზღვევა (ინდივიდუალური ან საოჯახო);
  • FitPass;
  • ტრენინგებსა და პროფესიული ზრდის შესაძლებლობას;
  • კომფორტულ სამუშაო გარემოს;
  • მეგობრულ და განვითარებაზე ორიენტირებულ გუნდს.

დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოაგზავნეთ თქვენი СV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე : career@ec.ge 2025 წლის 21 მარტამდე.

სათაურის ველში გთხოვთ მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება , წინააღმდეგ შემთხვევაში, კომპანია იტოვებს უფლებას არ განიხილოს თქვენი კანდიდატურა.
თქვენ მიერ CV-ის გამოგზავნით, თქვენ თანხმობას აცხადებთ შპს ,,ზერონ ელექტრიკსი’" დაამუშავოს თქვენი პერსონალური მონაცემები დასაქმების მიზნით. თქვენი პერსონალური მონაცემები შეინახება შპს ,,ზერონ ელექტრიკსის’’ ბაზაში 1 წლის ვადით.