,,ზერონ ელექტრიკსი’’ მომხმარებლებს ელექტრო-მექანიკური საინჟინრო სისტემების პროექტირებას, ინსტალაციასა და მომსახურებას სთავაზობს.
,,ზერონ ელექტრიკსი’’ წარმატების უკან კომპანიის კვალიფიციური გუნდი დგას, რომელთა პროფესიონალიზმი „ზერონის“ მდგრადი განვითარების წინაპირობაა. კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ ჩვენს გვერდს: www.zerone.ge
,,ზერონ ელექტრიკსი’’ აცხადებს ვაკანსიას კომერციული მენეჯერის პოზიციაზე.
ძირითადი მოვალეობები:
- პოტენციური დამკვეთების მოძიება და მათთან საქმიანი ურთიერთობების დამყარება;
- ტენდერებში მონაწილეობის მიღების უზრუნველყოფა,რაც გულისხმობს: ტენდერების მოძიებას, შესაბამისი სატენდერო დოკუმენტაციის მომზადებას და ტენდერების პროცესის სრულად წარმართვას;
- დამკვეთების ბაზის შექმნა და მუდმივი განახლება;
- სამშენებლო პროდუქტებისა და ტექნოლოგიების მიმართულებით ბაზარზე არსებული სიახლეების მოძიება და მათი განვითარება-დანერგვა კომპანიაში;
- ხელშეკრულებების მართვა და შესრულების კონტროლი;
- გაყიდვების პროცესის მონიტორინგი და რეპორტინგი;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- აუცილებელია მსგავს პოზიციაზე მუშაობის სულ მცირე 2 წლის გამოცდილება;
- უმაღლესი განათლება შესაბამისი მიმართულებით (ბაკალავრის ხარისხი);
- ინგლისური ენის სრულყოფილად ცოდნა;
- სასურველია რუსული ენის სასაუბრო დონეზე ცოდნა;
- MS Office - ის სრულყოფილად ცოდნა.
უნარ-ჩვევები:
- მართვის უნარი;
- კომუნიკაბელურობა;
- პრობლემების ეფექტურად მოგვარების უნარი;
- დროის მართვის უნარი;
- მოლაპარაკების წარმოების უნარი.
სამუშაო პირობები:
სამუშაო განაკვეთი: სრული;
ანაზღაურება: კანდიდატის კვალიფიკაციიდან გამომდინარე , ინდივიდუალურად იქნება განხილული;
სამუშაო ადგილი: თბილისი.
ჩვენთან დასაქმების შემთხვევაში გთავაზობთ:
- სამედიცინო დაზღვევა (ინდივიდუალური ან საოჯახო);
- FitPass;
- ტრენინგებსა და პროფესიული ზრდის შესაძლებლობას;
- კომფორტულ სამუშაო გარემოს;
- მეგობრულ და განვითარებაზე ორიენტირებულ გუნდს.
დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოაგზავნეთ თქვენი СV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე : career@ec.ge 2025 წლის 21 მარტამდე.
სათაურის ველში გთხოვთ მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება , წინააღმდეგ შემთხვევაში, კომპანია იტოვებს უფლებას არ განიხილოს თქვენი კანდიდატურა.
თქვენ მიერ CV-ის გამოგზავნით, თქვენ თანხმობას აცხადებთ შპს ,,ზერონ ელექტრიკსი’" დაამუშავოს თქვენი პერსონალური მონაცემები დასაქმების მიზნით. თქვენი პერსონალური მონაცემები შეინახება შპს ,,ზერონ ელექტრიკსის’’ ბაზაში 1 წლის ვადით.